11:07 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-11 14:31:07, 2258 ნახვა

ეკონომიკა
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა სესხების ლარიზაციაზე განმარტებები გააკეთა

მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე  სესხების ლარიზაციის გეგმის კონკრეტული დეტალები დაამტკიცა.

როგორც ცნობილია, სესხების ლარიზაციის ერთჯერადი სქემა, რომელიც საქართველოს მთავრობამ, ეროვნულ ბანკთან ერთად შეიმუშავა, 2017 წლის 17 იანვრიდან ამოქმედდება,

ლარიზაციასთან დაკავშირებით განმარტებები ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმაც გააკეთა.

„თუ მსესხებელს გააჩნია სესხი 40 000-ზე მეტი, მაშინ მას შეეხება ნაწილობრივ სუბსიდირება, ანუი 40 000 დოლარის ფარლებში შეეხება სუბსიდირება, თუ მსესხებელს აქვს 100 000 დოლარზე მეტი, დღეის მდგომარეობით ის ამ პროგრამაში  ვერ მიიღებს მონაწილეობას. ასევე, თუ შემოსავალი არის 100 000 ლარზე მეტი, 2015 წლის მდგომარეობით, ასევე მათ არ შეეხებათ სუბსიდირება. პროგრამის ფარგლებში დასაშვებია პორტირება, ანუ თუ სხვა კომერციული ბანკი გთავაზობს უკეთეს პირობებს, ვიდრე ჩვენი მომსახურე ბანკი, პორტირება დასაშვებია“,-აღნიშნა მესტვირიშვილმა.

სესხების გალარებისას, საპროცენტო განაკვეთი 10-10.5%-იქნება. ფიზიკურ პირებზე 2015 წლამდე უძრავი ქონების უზრუნველყოფით გაცემული სესხების  სესხების ლარში კონვერტაცია არსებული კურსის მინუს 20 პუნქტის ოდენობით მოხდება.სახელმწიფო კონვერტაციის ღირებულების ნაწილს დაფარავს, რისთვისაც 2017 წლის ბიუჯეტში სუბსიდიის სახით 65 მილიონი ჩაიდება. დოლარის სესხების გალარება ნებაყოფლობითია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„რუმს ჰოტელსისა“ და „აჭარა ჯგუფის“ დამფუძნებელი თემურ უგულავა გარდაიცვალა
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი - ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
ცაჰალის ცნობით, მოკლეს ჰამასის მეთაური აბუ მუსტაფა, რომელიც 7 ოქტომბრის თავდასხმასთან იყო დაკავშირებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics