|
2026-06-03 19:26:32, 1803 ნახვა
პოლიტიკა
მარკო რუბიო: იმედია, შევძლებთ საქართველოს ხელისუფლებისგან ტრაექტორიის ცვლილების დანახვას
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ჯო უილსონის კითხვის პასუხად თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლებას უკვე განუმარტეს, რა იქნება საჭირო საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების გასაუმჯობესებლად. მან აღნიშნა, რომ მიიღეს "გარკვეული პოზიტიური გამოხმაურებები" და იმედი გამოთქვა, რომ შეძლებენ "ტრაექტორიის ცვლილების დანახვას". ჯო უილსონმა მარკო რუბიოს ჰკითხა: "ირანის მხარდამჭერი რეჟიმი და ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ მხარდაჭერილი ქართული ოცნების მთავრობა, რომელიც არალეგიტიმურია, საფრთხეს უქმნის აშშ-ის წვდომას. საქართველოში გაყალბდა არჩევნები. ამის გათვალისწინებით, ისინი ხელს უწყობენ „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს“ და თეირანისთვის სანქციების გვერდის ავლას. თქვენ როგორ ფიქრობთ, რა უნდა გაკეთდეს სწრაფად მზარდი რადიკალიზაციის აღსაკვეთად, რომელსაც ქართული ოცნების მთავრობა ხელს უწყობს საქართველოს რესპუბლიკაში?". მარკო რუბიოს პასუხი: "საქართველოსთან დაკავშირებით - მართალი ხართ, ყველაფერი, რაც თქვენ ახლა ჩამოთვალეთ, ჩვენს მანამდე არსებულ შეშფოთებას წარმოადგენს. მას შემდეგ მათ [საქართველოს ხელისუფლებამ] გადადგეს გარკვეული ნაბიჯები, რაც მიგვანიშნებს იმაზე, რომ მათ სურთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაუმჯობესება. ჩვენ მათ განვუმარტეთ, თუ რა იქნება ამისთვის საჭირო და რა მოეთხოვებათ. მივიღეთ გარკვეული პოზიტიური გამოხმაურებები და ამიტომ, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ შევძლებთ ტრაექტორიის ცვლილების დანახვას საქართველოს შემთხვევაში იმასთან შედარებით, სადაც ის დღეს იმყოფება. რა თქმა უნდა, ჩვენ გვესმის, რომ ყველა საკითხი, რაც ახლა წარმოადგინეთ, ჩვენთვის მანამდე არსებულ პრობლემებს წარმოადგენს. მათ გვკითხეს, რა იქნება საჭირო ამერიკის შეერთებულ შტატებთან უკეთესი ურთიერთობისთვის. ჩვენ ვუპასუხეთ და იმედია, შევძლებთ ამ საფუძველზე დაყრდნობით მუშაობას და შესაძლოა შევცვალოთ ტრაექტორია - არა მხოლოდ საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობის, არამედ მათი ქცევისაც", - თქვა მარკო რუბიომ.
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
ორწლიანი პაუზის შემდეგ თელ-ავივში მასშტაბური გეი აღლუმი გაიმართა
ხოშტარია: ვმუშაობდი და გავაგრძელებ მუშაობას „მოღალატე რუსების“ წინააღმდეგ სანქციებზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)