2026-06-02 13:57:07, 1615 ნახვა
პოლიტიკა
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ 7 პირს საპროცესო შეთანხმება უფორმდება
4 ოქტომბრის საქმეზე, კერძოდ, ათონელის რეზიდენციასთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ერთ-ერთ ეპიზოდზე დაკავებულ 7 პირს პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას უფორმებს.
მას შემდეგ, რაც რამდენიმე დღეში სასამართლო მხარეებს შორის მიღწეულ საპროცესო შეთანხმებას დაამტკიცებს, ბრალდებულები სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდებიან.
აღნიშნულ ეპიზოდზე დაკავებული 12 პირიდან შემდეგი პირები გათავისუფლდებიან: ალექსანდრე ხაბეიშვილი; ბექა ქელეხსაშვილი; გიორგი მუმლაძე; მამუკა ლაბუჩიძე; გურიელ ქარდავა; ავთანდილ სურმანიძე; თემურ ქურციკიძე.
პროკურორის თანახმად, მათ დანაშაული აღიარეს და მოინანიეს. მათ პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას 3 წლიანი პირობითი მსჯავრით უფორმებს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,