01:31 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-04 12:52:07, 4181 ნახვა

კულტურა
რობი უილიამსის კონცერტი 27 მაისს დინამო არენაზე გაიმართება

ჯგუფი GROOVESONIX-ის წევრები რობი უილიამსის ქართველი გულშემატკივრებისთვის საინტერესო ინფორმაციას ტვიტერის მიკრო-ბლოგში ავრცელებენ.

მათ მიერ გამოქვეყნებული ტვიტის თანახმად, რობი უილიამსის კონცერტი თბილისში 27 მაისს, დინამო-არენაზე გაიმართება.

"გატყობინებთ, რომ ჩვენ ვიქნებით რობი უილიამსის მუსიკალური მხარდაჭერები თბილისის კონცერტზე, რომელიც 27 მაისს, დინამო-არენაზე გაიმართება", - წერია ჯგუფის ტვიტერის გვერდზე.

42 წლის ბრიტანელმა შემსრულებელმა რობი უილიამსმა მუსილაური კარიერა ჯგუფ TAKE THAT-ში დაიწყო. 1990-1995 შემდეგ კი, 2009-2012 წლებში სწორედ ამ ჯგუფის წევრი იყო. მან თავდაპირველად ჯგუფი კოლექტივთან უთანხმოების გამო დატოვა. მისი პირველი სოლო ალბომის ყველა სინგლი მოხვდა ბრიტანული ჩარტის პირველ პოზიციაზე.

მსოფლიო მასშტაბით გაყიდულია რობის 75 მილიონზე მეტი ჩანაწერი, რისი მეშვეობითაც იგი ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად შემსრულებლად იქცა. 2006 წელს მან ტურნეს CLOSE ENCOUNTERS TOUR 1.6 მილიონი ბილეთი ერთ დღეში გაყიდა და ამით ის გინესის რეკორდსმენი გახდა.

რობი უილიამსი 17 Brit-ის, რვა გერმანული ECHO-ს და MTV ევროპის მუსიკალური 3 ჯილდოს მფლობელია. 2004 წელს ის ბრიტანეთის მუსიკის დიდების დარბაზში, როგორც "1990-იანების უდიდესი შემსრულებელი“ შეიყვანეს. ბრიტანეთის ხმისჩამწერი ინდუსტრიის თანახმად, ქვეყანაში რობის, როგორც სოლო შემსრულებელს, გაყიდული აქვს 20 მილიონამდე ალბომი და 6 მილიონამდე სინგლი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის ფონდი დაბლოკა
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
ორწლიანი პაუზის შემდეგ თელ-ავივში მასშტაბური გეი აღლუმი გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics