21:44 - 12 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-29 11:14:03, 2221 ნახვა

საზოგადოება
ფუდ გალერიაში საკვებში გადაჭარბებული დოზის სტაფილოკოკი აღმოჩნდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს (სეს) ცნობით, ფუდ გალერიდან აღებული სურსათის ნიმუშების ლაბორატორიული კვლევის შედეგები მიიღეს. დადგინდა, რომ უზბეკური ფლოვი, ომლეტი სოკოთი, ბოსტნეულის კოქტეილი, ტირამისუ და ქათმის ფილე (ნედლი) არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, კერძოდ, აერობული მიკროორგანიზმების გადაჭარბებული ოდენობა აღმოჩნდა უზბეკური ფლოვის, ომლეტის (სოკოთი), ბოსტნეულის კოქტეილისა და ტირამისუს ნიმუშებში; გარდა ამისა, გამოვლინდა ოქროსფერი სტაფილოკოკი და კოლიფორმული ბაქტერიები. 

"აღნიშნულიდან გამომდინარე, ბიზნესოპერატორს დაევალა სამუშაო ზედაპირების, მოწყობილობების,  აღჭურვილობების რეცხვა-დეზინფექცია და ნიმუშების აღება; პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობის კონტროლი და ლაბორატორიული კვლევის ჩატარება. 

S.aureus (ოქროსფერი სტაფილოკოკი) პირობით-პათოგენური მიკროორგანიზმია, რომლის მატარებელია ჯანმრთელი ადამიანების 20-25%, ასევე გვხვდება ცხოველთა კანსა და ლორწოვანზე. ჩვეულებრივ პირობებში მიკრობი არ იწვევს დაავადებას, მაგრამ დაბინძურებული სურსათის ოთახის ტემპერატურაზე დაყოვნებისას  მიკრობი მრავლდება,   გამოიმუშავებს ტოქსინს (ენტეროტოქსინი) და იწვევს სურსათისმიერ დაავადებას (გასტროენტერიტი ან ნაწლავის ლორწოვანის ანთება). 

მიკრობის გამრავლებასა და ტოქსინის გამომუშავებაზე ზეგავლენას ახდენს:

სურსათის არასათანადო თერმული დამუშავება; ჯვარედინი დაბინძურება (სურსათის დამუშავების პროცესებს შორის არასათანადო რეცხვა/დეზინფექციის ჩატარება, მაგ: ახალი ხორცის დამუშავების შემდგომ იგივე დასაჭრელი დაფის გამოყენება სხვა სახის სურსათის დასამუშავებლად); სურსათის არაერთგვაროვნების პრინციპის დარღვევა (მაგ: კვერცხის და სალათის ერთ სივრცეში განთავსება); პერსონალის არასათანადო ჰიგიენის პრაქტიკა". - ნათქვამია სეს-ის განცხადებაში. 

სეს-მა ობიექტს საწარმოო პროცესი 22 მაისს შეუჩერა. მათი ცნობით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან მიიღეს შეტყობინება 36 ადამიანის საკვებით მოწამვლის თაობაზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
ორწლიანი პაუზის შემდეგ თელ-ავივში მასშტაბური გეი აღლუმი გაიმართა
ხოშტარია: ვმუშაობდი და გავაგრძელებ მუშაობას „მოღალატე რუსების“ წინააღმდეგ სანქციებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics