2026-05-26 17:20:26, 2337 ნახვა
პოლიტიკა
ტრამპი: აშშ-ის სახელით, ქართველ ხალხს ვულოცავ ეროვნულ დღესასწაულს
ქართული ოცნების პრეზიდენტის ადმინისტრაცია აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მისალოც წერილს აქვეყნებს.
"ძვირფასო ბატონო პრეზიდენტო!
ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, ქართველ ხალხს ვულოცავ ეროვნულ დღესასწაულს.
ეს წელი ახალ შესაძლებლობებს იძლევა ამერიკელ და ქართველ ხალხს შორის მეგობრული კავშირების განსაახლებლად და ჩვენი ქვეყნების უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობისთვის.
შეერთებული შტატები კვლავაც განუხრელად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს მდგრადი უსაფრთხოების, თვითგამორკვევისა და დამოუკიდებლობისკენ სწრაფვაში", - ვკითხულობთ მილოცვაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,