02:56 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-16 18:17:04, 6375 ნახვა

სამართალი
ახალგორის რაიონში გადაადგილების საშვების გაცემა განახლდა - DRI

ახალგორის რაიონში განახლდა გადაადგილებისთვის აუცილებელი საშვების გაცემა. ახალი გადაწყვეტილების ფარგლებში, დოკუმენტებს გასცემენ მათ შორის საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლებზეც, რომელთაც აქამდე სამსახურის მოტივით უარს ეუბნებოდნენ. - ამის შესახებ დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი იუწყება.

მათი ინფორმაციით, როგორც ადგილობრივები აღნიშნავენ, პროცესი თავდაპირველად გაუხმაურებლად დაიწყო და საშვები ძირითადად იმ პირებზე გაიცემოდა, რომლებიც ე.წ. ხელისუფლების მხარდამჭერები ან მათ მიმართ ლოიალურად განწყობილნი იყვნენ. მიუხედავად პროცესის დახურულობისა, ახალგორელებში ინფორმაცია მალე გავრცელდა, რადგან ადგილობრივებმა კონკრეტული პირების  თბილისის მიმართულებით გადაადგილება შენიშნეს.

მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს გადაადგილების საშვების გაცემაზე შერჩევითი მიდგომები. ამის შესახებ მათ არაერთხლ გამოთქვეს პროტესტი. ახალგორელები ე.წ. მთავრობისგან მოითხოვეს საშვების გაცემის პროცესის გამჭვირვალეობას და ყველასთვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას.

ადგილობრივთა ინფორმაციით, აღნიშნული მოთხოვნის შემდეგ პროცესში ცვლილებები შევიდა და დაიწყო საშვების უფრო ფართო წრისთვის გაცემა. მიუხედავად იმისა, რომ პროცესი ამ ეტაპზე მასობრივ ხასიათს არ ატარებს, მოსახლეობა აღნიშნავს, რომ დადებითი დინამიკა შესამჩნევია.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის ფონდი დაბლოკა
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics