ჩუღურეთის რაიონში, ლამისა და მეუნარგიას  ქუჩის მცხოვრებლები ახალი, კეთილმოწყობილი გზით  ისარგებლებენ. 

" />
07:45 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-24 15:00:40, 594 ნახვა

საზოგადოება
ჩუღურეთის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა გრძელდება

ჩუღურეთის რაიონში, ლამისა და მეუნარგიას  ქუჩის მცხოვრებლები ახალი, კეთილმოწყობილი გზით  ისარგებლებენ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად დღეს დასრულებულ პროექტს გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა.

„ ჩუღურეთის რაიონში საგზაო სამუშაოები გეგმა -გრაფიკით  მიმდინარეობს. გზების მოწესრიგება ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული მიმართულებაა. ვცდილობთ მოვიცვათ ყველა ქუჩა და ჩიხი, მათ შორის ისეთი ადგილები, სადაც ათწლეულების მანძილზე საგზაო სამუშაოები არჩატარებულა.“ - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ .

აღნიშნული მისამართზე 1000 კვ. მეტრზე მოხდა ამორტიზირებული ქვის დემონტაჟი,  რის შემდეგაც ბაზალტისძელაკებით მოეწყო ქვაფენილი.

ამჟამად, ქვაფენილის მოწყობის სამუშაოები ვერხანისა და მიჩურინის ქუჩებზე მიმდინარეობს. ეწყობა გამაგრების ზოლის ყალიბები, რის შემდეგაც ქვაფენილი 1000 კვ. მეტრზე დაიგება. მიმდინარე სამუშაოები აპრილის დასაწყისში დასრულდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics