05:09 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-07 18:35:49, 1611 ნახვა

სამართალი
გიორგი რამიშვილს ბრალი წარუდგინეს, მუხლი 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

გიორგი რამიშვილს ბრალი წარუდგინეს. მუხლი 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. პროკურატურა აღვეთის ღონისძიების სახით მის წინასწარ პატიმრობაში გაშვებას ითხოვს.

ბიზნესმენი, „სილქ როუდ ჯგუფის“, „სილქნეტის“, „ევრონიუს ჯორჯიასა“ და სხვა კომპანიის დამფუძნებელი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გუშინ, 6 ივლისს დააკავეს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების (სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილი) ბრალდებით. წაყენებული ბრალით მას ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

„თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, გამგზავრების ტერმინალში, რედგენო-სკანერით შემოწმებისას ბრალდებულს ხელბარგში აღმოაჩნდა მასზე შენახვის უფლებით რეგისტირებული „WALTHER PPK/S“ მოდელის 9 მმ კალიბრის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, მჭიდითა და 7 ცალი, 9 მმ კალიბრის საბრძოლო ვაზნით, რასაც მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა“, - წერია პროკურატურის გავრცელებულ განცხადებაში.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ ტრამპთან საუბრის დეტალები გაამხილა
ვუჩიჩი გადადგომამდე თბილისში ჩამოვა
ესაა სახელმწიფოს პოლიტიკა, რაზეც პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და ოცნებას ეკისრებათ - TI წამებაზე
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics