11:07 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-21 11:53:40, 654 ნახვა

პოლიტიკა
გივი თარგამაძე - რაც არის მენიუში და ასორტიმენტში, ესაა ჯარიმა ან ერთწლიანი პატიმრობა, ვნახოთ, რას შეარჩევენ

კომისიაზე მისვლას არ ვაპირებ ჩემი მოსაზრებების გამო. მიმაჩნია, რომ კომისია არალეგიტიმურია, თავს დამნაშავედ არ ვცნობ, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გივი თარგამაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, სადაც პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო სასამართლო სხდომა მიმდინარეობს.

სასამართლო სხდომის დაწყებამდე თარგამაძემ ისაუბრა ჟურნალისტებთანაც და აღნიშნა, რომ საბოლოო ჯამში, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო მასთან დაკავშირებით, ეს საქმის არსებითი განხილვის დროს გამოჩნდება.

„რა თქმა უნდა, ისევ უარს ვაცხადებ კომისიის სხდომაზე მონაწილეობის თაობაზე, შესაბამისად, ვნახოთ, როდესაც დაიწყება არსებითი განხილვა იქ გამოჩნდება, რას აპირებენ საბოლოო ჯამში. რაც არის მენიუში და ასორტიმენტში, ესაა ჯარიმა, სამუშაოები ან ერთწლიანი პატიმრობა, ვნახოთ, რას შეარჩევენ. კომისიაზე არ ვაპირებ მისვლას, ეს პოზიცია განმარტებული მაქვს, შესაბამისად, უაზრობა იქნება ხელმეორედ დაბარება“, - განაცხადა გივი თარგამაძემ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიტიკოს გივი თარგამაძეს დროებითი საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე, აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

დროებით საგამოძიებო კომისიაზე გივი თარგამაძე პარლამენტში 3 აპრილს დაიბარეს, თუმცა მან გამოცხადებაზე უარი განაცხადა. კომისია გივი თარგამაძისგან ახსნა-განმარტების მიცემას ითხოვდა 2004-2012 წლებში საქართველოში თავდაცვის, უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.

კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო პროკურატურამ პოლიტიკოსს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული 349-ე მუხლით წარუდგინა, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს, რაც ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„რუმს ჰოტელსისა“ და „აჭარა ჯგუფის“ დამფუძნებელი თემურ უგულავა გარდაიცვალა
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი - ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
ცაჰალის ცნობით, მოკლეს ჰამასის მეთაური აბუ მუსტაფა, რომელიც 7 ოქტომბრის თავდასხმასთან იყო დაკავშირებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics