15:37 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-14 15:14:27, 677 ნახვა

პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე - არ გვექნება რუსეთთან არც დიპლომატიური და არც პოლიტიკური ურთიერთობა, ვიდრე რუსეთი არ გაიყვანს ჯარს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან

ჩვენ გვაქვს ძალიან მყარი პოზიცია, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ შეიცვლება - ჩვენ არ გვექნება რუსეთთან არც დიპლომატიური და არც პოლიტიკური ურთიერთობა, სანამ რუსეთი არ გაიყვანს თავის ჯარებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან და არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, სადაც „MEGOBARI აქტის“ საპასუხოდ საქართველოს პარლამენტის მიერ მომზადებული სპეციალური განცხადების პროექტი განიხილეს.

მისი თქმით, საქართველოს რუსეთთან ექნება სავაჭრო, ეკონომიური და ჰუმანიტარული ურთიერთობები, რადგან „ეს არის საქართველოს ინტერესში, რომ მას ჰქონდეს, რაც შეიძლება მეტი შესაძლებლობა ივაჭროს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასთან“.

„მე მინდა ყველას გასაგონად ვთქვა, არ აქვს მნიშვნელობა უცხოელი აქტორი იქნება თუ ჩვენი მოქალაქე, რუსეთთან მიმართებაში ჩვენ გვაქვს ძალიან მყარი, გაცხადებული პოზიცია, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ შეიცვლება. ჩვენ არ გვექნება რუსეთთან არც დიპლომატიური და არც პოლიტიკური ურთიერთობა, სანამ რუსეთი არ გაიყვანს თავის ჯარებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან და არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ეს არის პოზიცია, რომელიც ადრეც გვქონდა, დღესაც გვაქვს და სანამ ჩვენი პარტია იქნება ხელისუფლებაში, ეს პოზიცია გვექნება. ეს არის ჩვენთვის წითელი ხაზი. რაც შეეხება სავაჭრო, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ ურთიერთობებს, ეს ურთიერთობები ჩვენ გვექნება, იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის საქართველოს ინტერესში, რომ მას ჰქონდეს, რაც შეიძლება მეტი შესაძლებლობა ივაჭროს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასთან. შეგვიძლია გადავხედოთ სხვა ქვეყნებს - ბევრ ქვეყანას, რომელიც დღეს დაპირისპირებაში არის რუსეთთან, სავაჭრო ურთიერთობებსაც ინარჩუნებენ და დიპლომატიური ურთიერთობებიც არავის არ შეუწყვეტია რუსეთთან, ამიტომ ჩვენი დადანაშაულება ამაში უბრალო ფარისევლობაა და მეტი არაფერი,“ - განაცხადა სამხარაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა „MEGOBARI აქტის“ საპასუხოდ საქართველოს პარლამენტის მიერ მომზადებულ სპეციალურ განცხადებას მხარი დაუჭირა. განცხადების შინაარსი კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა წარადგინა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics