18:30 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-09 15:13:58, 732 ნახვა

პოლიტიკა
ლადო ბოჟაძე - ევროინტეგრაციის პროცესი თავად ევროკავშირმა შეაჩერა

[ევროინტეგრაციის] პროცესი თავად ევროკავშირმა შეაჩერა - ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავებისთვის ახლაც მზად ვართ! ახლაც პირნათლად ვასრულებთ ყველა იმ ვალდებულებას, რომელიც ევროკავშირის წინაშე გვაქვს აღებული! სრულად ვაკმაყოფილებთ სტანდარტს, რასაც კანდიდატის სტატუსის მქონე სახელმწიფო უნდა აკმაყოფილებდეს! - ეს განცხადება ჟურნალისტებთან “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლადო ბოჟაძემ გააკეთა. განუცხადა.

ბოჟაძე მიიჩნევს, რომ ევროკავშირის მხრიდან ადგილი აქვს უსამართლო დამოკიდებულებას, რაც საქართველოს ხელისუფლებისთვის მიუღებელია.

“ჩვენ ჩვენის მხრივ ვალდებულებების შესრულებას ვაგრძელებთ. დემოკრატია საფრთხეში არ არის.

კანონმდებლობა, რომელზეც თავის დროზე ევროკავშირი გვსაყვედურობდა, ევროკავშირმა ახლა თავად მიიღო. გამჭვირვალობის შესახებ კანონი ერთადერთ რამეს - სამოქალაქო სექტორის გამჭვირვალობას ითხოვდა. ახლა ეს პროცედურა თავად ევროკავშირშია დაწყებული, ისევე როგორც საყვედურებს ვისმენდით აშშ-დან და აღმოჩნდა, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა USAID და NED საერთოდ დახურა.

ჩვენ სრულად ვაკმაყოფილებთ იმ სტანდარტს, რასაც კანდიდატის სტატუსის მქონე სახელმწიფო უნდა აკმაყოფილებდეს - მათ შორის კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით.

ჩვენ პრობლემა გვაქვს არა ევროკავშირთან, არამედ ევროკავშირის ბიუროკრატიასთან, რაც უკრაინის ომს და ასევე, იმ ცრუ მოლოდინებს უკავშირდება, რაც ევროკავშირის ბიუროკრატიას ჰქონდა.

დარწმუნებული ვართ, უახლოეს მომავალში, როგორც კი რუსეთ-უკრაინის ომი დასრულდება, ეს დამოკიდებულება შეიცვლება“, - განაცხადა ბოჟაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics