21:22 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-05 15:00:02, 842 ნახვა

პოლიტიკა
ნანა მალაშხია - როდესაც რეჟიმს ჩამოვშლით, უნდა ავაშენოთ თავისუფალი, დამოუკიდებელი სასამართლო

როდესაც რეჟიმს ჩამოვშლით, უნდა ავაშენოთ თავისუფალი, დამოუკიდებელი სასამართლო, რადგან დემოკრატია და ქვეყნის განვითარება თავისუფალი სასამართლოს გარეშე არ არსებობს, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნანა მალაშხიამ, საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მისი შეფასებით, სასამართლოში მიმდინარე უსამართლობას მოსამართლეები ჩადიან, რომელთა უმეტესობა უკვე სანქცირებულია.

ნანა მალაშხიას თქმითვე, სანქციების კუთხით, მომავალშიც აქტიური მუშაობა გაგრძელდება.

„ეს არის პროტესტი უსამართლობის მიმართ, რომელიც ამ შენობაში [სასამართლოში] ხდება. უსამართლობას კი კონკრეტული მოსამართლეები ჩადიან - სახელებითა და გვარებით. ბევრის მიმართ უკვე სანქციებია გამოტანილია, ჩვენ ამ საკითხზე ვმუშაობთ და აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას. როდესაც რეჟიმს ჩამოვშლით, უნდა ავაშენოთ თავისუფალი, დამოუკიდებელი სასამართლო, რადგან დემოკრატია და ქვეყნის განვითარება თავისუფალი სასამართლოს გარეშე არ არსებობს“, - განაცხადა ნანა მალაშხიამ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ქალთა ინტერპარტიული ჯგუფი აქციას მართავს. ასევე ადგილზე იმყოფებიან მიმდინარე საპროტესტო აქციებისას დაკავებულთა ოჯახის წევრები, რომლებსაც ბანერები აქვთ გაშლილი, წარწერით: „გაათავისუფლეთ შვილები, გაათავისუფლეთ საქართველო“, „ქალებს ვერ დააწიოკებთ“, „სადაც არაა სამართალი, იქ არც თავისუფლებაა“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics