22:46 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-15 12:28:00, 623 ნახვა

საზოგადოება
ლევან ბერძენიშვილი: კონკურენციის წახალისება სახელმწიფოს მიერ გადადგმული სწორი ნაბიჯია

პარლამენტის წევრი ლევან ბერძენიშვილი ეხმაურება ფარმაცევტულ ბაზარზე მედიკამენტების ფასების ზრდით შექმნილ სიტუაციას. იგი საუბრობს გამძაფრებულ კონკურენციაზე, რაც ბაზარზე ახალი კომპანიის გამოჩენამ გამოიწვია:

„ახალი მოთამაშის შემოსვლა კონკურენციას ზრდის, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ უნდა ვუგულშემატკივროთ ახალ მოთამაშეს. მის გამოჩენას შეიძლება, მყისიერად არ მოჰყვეს ფასის კლება წამლებზე, მაგრამ კონკურენცია ხარისხის მატებასა და ფასების დაცემას ნამდვილად გამოიწვევს. ასეთ დროს, ყოველთვის უკეთეს პროდუქტს უნდა ველოდოთ.

დანამდვილებით არაფრის თქმა შეიძლება, ვიდრე კვლევას საფუძვლიანად არ გავეცნობი,მაგრამ წამლებზე თუ ფასი შემცირდა, არ არის გამორიცხული, ეს „ჰუმანითის“ შემოსვლას გამოეწვია,“ – ამბობს ლევან ბერძენიშვილი.

პარლამენტარი დადებითად აფასებს სახელმწიფოს მიერ არჩეულ სტრატეგიას, მკაცრი რეგულაციების ნაცვლად, ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენციის წახალისებით, მედიკამენტებზე თავად დარეგულირდეს ფასები:

„ჩვენ  რესპუბლიკელები ლიბერალები ვართ და ყოველთვის კონკურენციის წახალისებას  დავუჭერთ მხარს. კონკურენციის წახალისება სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული სწორი ნაბიჯია,”– აღნიშნა ბერძენიშვილმა.

ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე ბოლო ოთხი თვეა, ფასების კლების ტენდენცია შეიმჩნევა. „ფანასკერტელის ინდექსზე“დაყრდნობით 32 დასახელების მედიკამენტი გაიაფდა.  ამ ინფორმაციას ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია ავრცელებს. ისინი ბაზარზე ყოველთვიურ  რეჟიმში აკვირდებიან 200 ყველაზე ხშირად მოხმარებადი მედიკამენტის ფასს. აფბა-ს კვლევის შედეგები დროში ემთხვევა სააფთიაქო ქსელებში „ჰუმანითი ჯორჯიას“ სამკურნალო საშუალებების გამოჩენას, რომელთა ფასიც არსებულ ანალოგებთან შედარებით, მინიმუმ 30 %-ით დაბალია.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
მოქალაქეების 71% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, თუმცა 49% მიიჩნევს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის პროცესში არასწორი მიმართულებით მიდის
ლელო: სააკაშვილის განცხადება პოლიტიკური განხეთქილების შექმნის მცდელობაა
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics