12:51 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-17 17:41:41, 598 ნახვა

მსოფლიო
შოლცი - ულტრამემარჯვენეების მიმართ ილონ მასკის მხარდაჭერა საფრთხეს უქმნის ევროპის დემოკრატიულ განვითარებას

ილონ მასკის ჩართვა გერმანიის პოლიტიკაში სრულიად მიუღებელია – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა.

გერმანიის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ილონ მასკის მხარდაჭერა ევროპაში ულტრამემარჯვენეების მიმართ საფრთხეს უქმნის ევროპის დემოკრატიულ განვითარებას.

„ეს საფრთხეს უქმნის ჩვენს საზოგადოებას და ეს გასაკრიტიკებელია. მისი პარტიულობა უკიდურესი მემარჯვენეების სასარგებლოდ, იქნება ეს ბიზნესინტერესებიდან გამომდინარე, თუ რაიმე მიზეზით, რომელიც დაკავშირებულია მის პოლიტიკურ შეხედულებებთან, მიუღებელია“, – აღნიშნა ოლაფ შოლცმა.

ილონ მასკმა გერმანელებს მოუწოდა, მომავალ ეროვნულ არჩევნებზე ხმა მისცენ ულტრამემარჯვენე პარტიას, „ალტერნატივა გერმანიისთვის“. ცნობისთვის, აღნიშნული პარტია რეიტინგებში მეორე ადგილზეა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რეჟიმი გეგმავს მოქალაქეთა პირადი ცხოვრება აკონტროლოს, უცხოელზე დაქორწინებას კომისია შეისწავლის
ბოკუჩავა - ენმ-ს გარე აუდიტი არ სჭირდება იმის აღსაქმელად, რომ მძიმე გამოწვევების წინაშე ვდგავართ
თუ სიჩქარის მცირედი გადაჭარბება იქნება, მძღოლი 50 ლარით დაჯარიმდება, ჯარიმები გაიზრდება - დარახველიძე
საქართველოში შექმნილია სასათბურე პირობები ირანის ტერორისტული რეჟიმის ქსელისთვის – დროა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics