14:12 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-17 08:11:10, 596 ნახვა

მსოფლიო
ამერიკელი რეჟისორი დევიდ ლინჩი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

78 წლის ასაკში ამერიკელი კინორეჟისორი, საპატიო „ოსკარის“ მფლობელი დევიდ ლინჩი გარდაიცვალა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

დევიდ ლინჩი არის კანის კინოფესტივალის „ოქროს პალმისა“ (2001) და ვენეციის კინოფესტივალის საპატიო „ოქროს ლომის“ (2006) გამარჯვებული. ის სამჯერ იყო ნომინირებული „ოსკარზე“. 2019 წელს დევიდ ლინჩს მიენიჭა „ოსკარი“ კინემატოგრაფიაში გამორჩეული მიღწევებისთვის.

მისი ბოლო მნიშვნელოვანი პროექტი იყო სერიალი „თვინ პიქსი: დაბრუნება“.

დევიდ ლინჩი 2017 წელს საქართველოშიც იმყოფებოდა. ვიზიტი დაკავშირებული იყო დევიდ ლინჩის ფონდის კავკასიის განყოფილების საქმიანობასთან, რომელიც 2017 წლის 25 ივლისს თბილისში ჩამოყალიბდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რეჟიმი გეგმავს მოქალაქეთა პირადი ცხოვრება აკონტროლოს, უცხოელზე დაქორწინებას კომისია შეისწავლის
ბოკუჩავა - ენმ-ს გარე აუდიტი არ სჭირდება იმის აღსაქმელად, რომ მძიმე გამოწვევების წინაშე ვდგავართ
თუ სიჩქარის მცირედი გადაჭარბება იქნება, მძღოლი 50 ლარით დაჯარიმდება, ჯარიმები გაიზრდება - დარახველიძე
საქართველოში შექმნილია სასათბურე პირობები ირანის ტერორისტული რეჟიმის ქსელისთვის – დროა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics