15:40 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-13 19:11:48, 418 ნახვა

მსოფლიო
ჯო უილსონი - შევხვდი დონალდ ტრამპს და ვუთხარი ივანიშვილის რეჟიმის შესახებ

ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა, სოციალურ ქსელ X-ზე განაცხადა, რომ შეხვდა აშშ-ის ახლად არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს და საქართველოს მიმდინარე პოლიტიკურ სიტუაციაზე  ინფორმაცია მიაწოდა.

„მადლობელი ვარ, რომ შევხვდი დონალდ ტრამპს. მე მას ვუთხარი ივანიშვილის რეჟიმის მიერ თავისუფლებაზე თავდასხმის შესახებ, ასევე ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან და ირანის რეჟიმთან კორუფციული სქემების შესახებ, რომელიც აპირებდა მის მკვლელობას. მე ასევე გავუზიარე ჩვენი წერილი „საქართველოს მეგობრები“, -  წერს უილსონი.

უილსონის თქმით, მისი მთავარი მიზანია, საქართველოს დემოკრატიული განვითარება საერთაშორისო დღის წესრიგში დარჩეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics