18:30 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-07 16:28:21, 409 ნახვა

მსოფლიო
ჟან-მარი ლე პენი 96 წლის ასაკში გარდაიცვალა

ფრანგი პოლიტიკოსი, ულტრამემარჯვენე პარტიის, „ეროვნული ფრონტის“ დამაარსებელი ჟან-მარი ლე პენი 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ოჯახზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჟან-მარი ლე პენი იყო საფრანგეთის ეროვნული ასამბლეისა და ევროპარლამენტის წევრი.

ის რამდენიმეჯერ იყრიდა კენჭს საფრანგეთის პრეზიდენტად. 2002 წლის არჩევნებში მოულოდნელად მეორე ტურში გავიდა, როდესაც მემარცხენეების მთავარ კანდიდატს, ლიონელ ჟოსპენს გაუსწრო, თუმცა ჟაკ შირაკთან დამარცხდა.

ულტრამემარჯვენე „ეროვნული ფრონტის“ დამფუძნებელი ჟან-მარი ლე პენი პარტიას 1972 წლიდან ედგა სათავეში. 2011 წელს ის პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე მისმა შვილმა, მარინ ლე პენმა ჩაანაცვლა. 2015 წლის აგვისტოში პოლიტიკოსი ანტისემიტური განცხადებების გამო პარტიიდან გარიცხეს, თუმცა 2018 წლამდე ის პარტიის საპატიო თავმჯდომარე იყო. 2018 წელს პარტიამ სახელი შეიცვალა და მას „ეროვნული გაერთიანება“ ეწოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics