19:55 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-07 11:59:02, 439 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტი ვენესუელის ოპოზიციის ლიდერს შეხვდა

ჯო ბაიდენი ვენესუელის ოპოზიციის ლიდერს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„დღეს ვენესუელის არჩეულ პრეზიდენტს, ედმუნდო გონსალესს ვუმასპინძლე. კაცს, რომლის კამპანიამაც მილიონობით ადამიანი შთააგონა და რომელმაც ოთხ დღეში ფიცი უნდა დადოს. ვენესუელელი ხალხი საპრეზიდენტო არჩევნებში ნამდვილი გამარჯვებულისთვის ძალაუფლების მშვიდობიან გადაცემას იმსახურებს“, - წერს ჯო ბაიდენი.

ვენესუელის მოქმედი პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს ინაუგურაცია პარასკევს, 10 იანვარს გაიმართება.

შეგახსენებთ, ვენესუელის საარჩევნო ორგანომ 28 ივლისს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად ნიკოლას მადურო გამოაცხადა. არჩევნების შემდეგ ვენესუელაში საპროტესტო აქციები დაიწყო და ხელისუფლებამ 2000-ზე მეტი ადამიანი დააკავა. ოპოზიციის განცხადებით, არჩევნებში მათმა კანდიდატმა ედმუნდო გონსალესმა გაიმარჯვა, რომელმაც მოგვიანებით ქვეყანა დატოვა. აშშ ვენესუელის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად ედმუნდო გონსალესს აღიარებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics