01:41 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-28 16:30:22, 447 ნახვა

პოლიტიკა
დიმიტრი ხუნდაძე: კოალიციას და არცერთ დეპუტატს საფრთხე არ ემუქრება

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ  საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომაზე გოგი თოფაძესა  და „რესპუბლიკელებს“ შორის დაპირსიპირების თემა ძირითადი განსახილველი საკითხი არ ყოფილა.

როგორც ხუნდაძემ სხდომიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, დროის უმეტესი ნაწილი მომავალ საკომიტეტო საქმიანობაზე მსჯელობას დაეთმო.

ხუნდაძე აღნიშნავს, რომ ძირითადი გადაწყვეტილებები პოლიტსაბჭოს სხდომაზე იქნება მიღებული, რომელიც უახლოეს მომავალში გაიმართება.

დიმიტრი ხუნდაძის განმარტებით, კოალიცია „ქართულ ოცნებას“  და არცერთ დეპუტატს საფრთხე არ ემუქრება.

„არავითარ კანდიდატურებზე მსჯელობა არ ყოფილა. შევჯერდით ძალიან ბევრ საკითხზე. ძირითადად ეს იყო მომავალი საკომიტეტო საქმიანობები. თითოეულ  კომიტეტში ის განსახილველი ძირითადი საკითხები, რასაც თითოეული კომიტეტი გეგმავს, რომ უახლოეს პლენარულ სხდომაზე იქნას განხილული. ჯანდაცვის კომიტეტში იყო ბევრი აქტუალური საკითხი  მათ შორის ჩემი მხრიდან იყო დაყენებული საკითხი ორ მნიშვნელოვან თემაზე-დაბერების პოლიტიკის დოკუმენტზე და დემოგრაფიული უსაფრთხოების დოკუმენტზე იყო მსჯელობა. გოგი თოფაძესა და „რესპუბლიკელების“ თემა  ძირითადი განსახილველი საკითხი არ ყოფილა, თუმცა შევეხეთ ამ საკითხს, მაგრამ გადაწყვეტილებები იქნება მიღებული პოლიტსაბჭოს ფორმატში, რომელიც  უახლოეს დღეებში გაიმართება. კოალიციას  საფრთხე არ ემუქრება, არცერთ დეპუტატს საფრთხე არ ემუქრება და ყველა გადაწყვეტილება სახელმწიფო ინტერესებიდან იქნება მიღებული“,-განაცხადა ხუნდაძემ.

მისივე ინფორმაციით, ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომას ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი არ ესწრება. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics