00:12 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-04 12:57:59, 2754 ნახვა

სპეციალური ანონსი
თბილისში, 17:00 საათზე საპროტესტო მარში გაიმართება

თბილისში, 17:00 საათზე საპროტესტო მარში გაიმართება. ამის შესახებ განცხადებას ოპოზიციური კოალიციები ავრცელებენ.

განცხადების თანახმად, მსვლელობა, რომელსაც პოლიტიკური პარტიების ლიდერები გაუძღვებიან, „თბილისი ცენტრალის“ მიმდებარე ტერიტორიდან დაიწყება.

„დღეს, 19:00 საათზე რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან გაიმართება საპროტესტო აქცია. 

აქციამდე, 17:00 საათზე, ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერები და პროტესტის მონაწილეები შეიკრიბებიან „ვაგზლის მოედანზე“, „თბილისი ცენტრალის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, საიდანაც მოეწყობა მსვლელობა - საპროტესტო მარში.

მსვლელობას გაუძღვებიან პოლიტიკური პარტიების ლიდერები“,- აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში.

შეგახსენებთ, დღეს, 4 ნოემბერს თბილისში, რუსთაველის გამზირზე საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად აქციაა დაგეგმილი. საპროტესტო აქცია პარლამენტის სასახლესთან 19:00 საათზე დაიწყება. შეკრება 3-მა ოპიზიციურმა კოალიციამ - „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ და „ძლიერი საქართველო“ - 31 ოქტომბერს, ერთობლივ საგანგებო ბრიფინგზე დააანონსა.

აღსანიშნავია, რომ ოპოზიციური კოალიციები, რომლებმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 5%-იანი ბარიერი გადალახეს, „ქართულ ოცნებას“ არჩევნების შედეგების მოპარვაში ადანაშაულებენ და  საერთაშორისო ადმინისტრაციის მიერ, საპარლამენტო არჩევნების ხელახლა ჩატარებას მოითხოვენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
ორწლიანი პაუზის შემდეგ თელ-ავივში მასშტაბური გეი აღლუმი გაიმართა
ხოშტარია: ვმუშაობდი და გავაგრძელებ მუშაობას „მოღალატე რუსების“ წინააღმდეგ სანქციებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics