22:47 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-23 23:35:10, 382 ნახვა

პოლიტიკა
ქუცნაშვილი: გაკეთდა ულტიმატუმის მქონე განცხადება რესპუბლიკელების მხრიდან

''გაკეთდა ულტიმატუმის მქონე განცხადება რესპუბლიკელების მხრიდან'' - ასე გამოეხმაურა რესპუბლიკელებსა და გოგი თოფაძეს შორის არსებულ დაპირისპირებას ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, ზაქარია ქუცნაშვილი. მან აღნიშნულ დაპირისპირებას ''პრობლემა'' უწოდა და განაცხადა, რომ ქართულმა ოცნებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ კოალიცია შეინარჩუნოს.

''გაკეთდა ულტიმატუმის მქონე განცხადება რესპუბლიკელების მხრიდან. პრობლემა არის და ამ პრობლემას გადაწყვეტა სჭირდება. მე მიმაჩნია, რომ კოალიციას თავისი რესურსი არ ამოუწურავს. კოალიცია ბევრად სჯობს ერთპარტიული უმრავლესობის ფორმატს და მიმაჩნია, რომ, რაც არ უნდა რთული იყოს, წამყვანმა პარტიამ ქართულმა ოცნებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ შემავალი სუბიექტები პიროვნულადაც და იდეურადაც დაუახლოვდნენ ერთმანეთს,'' - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა გადაცემა არჩევანში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
მოქალაქეების 71% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, თუმცა 49% მიიჩნევს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის პროცესში არასწორი მიმართულებით მიდის
ლელო: სააკაშვილის განცხადება პოლიტიკური განხეთქილების შექმნის მცდელობაა
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics