19:54 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-18 22:20:35, 458 ნახვა

პოლიტიკა
თოფაძე ენმ-ზე: ივანიშვილი, რომ არ მოსულიყო, უნდა შემოსულიყო უცხო ქვეყნის ტანკები, რომ ესენი გაგვეძევებინა

''ივანიშვილი, რომ არ მოსულიყო, უნდა შემოსულიყო უცხო ქვეყნის ტანკები, რომ ესენი გაგვეძევებინა'' - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გოგი თოფაძემ ტელეკომპანია ''იბერიას'' ეთერში განაცხადა.

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა რესპუბლიკელებთან არსებულ დაპირისპირებაზე და ექსპრემიერზე ისაუბრა, და განაცხადა, რომ არსებულ დაპირისპირებაში ექსპრემიერის ჩარევა არ ღირს, რადგან, მისი თქმით, ივანიშვილს ბევრი საქმე აქვს გასაკეთებელი და არ სცალია. 

დეპუტატმა ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ ექსპრემიერმა საქართველოში ბევრი, რამ გააკეთა და რომ არა ის, უნდა შემოსულიყვნენ უცხო ქვეყნის ტანკები და ყოფილი ხელისუფლების წევრები გაეძევებინა.

''ბიძინა ივანიშვილს ნუ ჩავრევთ, სად სცალია მაგას იმდენი საქმეები აქვს გასაკეთებელი და იმდენი რამე გააკეთა უკვე საქართველოში, რომ მოდი უმადურები ნუ ვიქნებით. ან ბიძინა უნდა მოსულიყო, ან რაღაცა უბედურება უნდა მომხდარიყო. უნდა შემოვარდნილიყო რომელიმე ქვეყნის ტანკები, რომ  ესენი აქედან გაგვეძევებინა,'' - განაცხადა მრეწველების ლიდერმა, გოგი თოფაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics