|
2024-08-07 17:30:35, 336 ნახვა
საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში სპორტული მოედნები მოეწყო
ნაძალადევის რაიონში სპორტული მოედნების რეაბილიტაცია-კეთილმოწყობა გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, ამჯერად, ზღვისუბნის მე-10 კვარტლის, N32 კორპუსის მიმდებარედ, საფეხბურთო სპორტული მოედანი სრულად რეაბილიტირდა. პროექტის ფარგლებში, 1 000 კვ.მ ფართობზე ხელოვნური მწვანე საფარი დაიგო და მოედნის ინფრასტრუქტურა განახლდა. ასევე, მოეწყო თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ტრიბუნა. ზღვისუბნის მე-3 მიკრორაიონის, მე-2 კვარტალში, N31 კორპუსის მიმდებარედ კი, კალათბურთის მოედანი მოეწყო. 630 კვ.მ ფართობზე ხელოვნური წითელი საფარი დაიგო და მოედნის ინფრასტრუქტურა განახლდა. ასევე, დამონტაჟდა კალათბურთის ორი ფარი. ხოლო ლოტკინზე, ფირცხალავას ქუჩის N64-ის მიმდებარედ, კომბინირებული მოედანი მოეწყო. პროექტის ფარგლებში, 567 კვ.მ ფართობზე ხელოვნური მწვანე საფარი დაიგო, კალათბურთის ორი ფარი დამონტაჟდა და სპეციალური ბადით გადაიხურა. განახლებული მოედნები ნაძალადევის რაიონის გამგებელმა, ირაკლი ანდღულაძემ და საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა, ირაკლი ხელაძემ ერთად დაათვალიერეს. "ნაძალადევის რაიონში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვისა და პოპულარიზაციის მიზნით, სპორტული მოედნების, ფიტნეს ზონებისა და სავარჯიშო ტრენაჟორების მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს. ყველა თაობის ადამიანს, განსაკუთრებით კი, მოზარდებს, შესაძლებლობა აქვთ, სხვადასხვა სპორტული აქტივობით დაკავდნენ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მსგავსი პროექტების განხორციელებით ადგილობრივი მოსახლეობა კმაყოფილია, რასაც მომავალშიც გავაგრძელებთ“, - განაცხადა ირაკლი ანდღულაძემ. აღნიშნული მოედნების სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან, ჯამში, 366 772 ლარი დაიხარჯა.
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)