07:54 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-26 11:32:43, 344 ნახვა

საზოგადოება
ღვინის ეროვნული სააგენტო ქართული ღვინის პოპულარიზაციის ღონისძიებების 6 თვის მონაცემებს აქვეყნებს

მიმდინარე წლის 6 თვის განმავლობაში,  ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და ფინანსური მხარდაჭერით, ქართული ღვინო წარმოდგენილი იყო საქართველოსა და მსოფლიოს 12 ქვეყანაში (აშშ, პორტუგალია, ნორვეგია, იტალია, ნიდერლანდები, იაპონია, პოლონეთი, გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ბელგია, ჩინეთი) სხვადასხვა ღონისძიებაზე, მათ შორის 57 დეგუსტაციაზე, ერთ საერთაშორისო კონკურსზე, 17 გამოფენასა და 9 ფესტივალზე. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მარკეტინგული კამპანიების პარალელურად, ღვინის ეროვნული სააგენტო ახორციელებს სახელმწიფო პროგრამას “ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინოპროდუქციის პოპულარიზაციის ხელშეწყობა“, რომელიც ითვალისწინებს   საქართველოს მასშტაბით დაგეგმილი ქართული ღვინის ფესტივალების, თემატური გამოფენების, კონკურსების, საგანმანათლებლო საქმიანობასთან დაკავშირებული ღონისძიებების დაფინანსებას.

“პროგრამის მიზანია, ადგილობრივ ბაზარზე ღვინოპროდუქციის პოპულარიზაციის ღონისძიებების სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური მხარდაჭერის მექანიზმი იყოს უფრო მოქნილი და გამჭვირვალე. პროგრამის ფარგლებში, 2024 წლის განმავლობაში, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით 22  ღონისძიება გაიმართება.  მიმდინარე წლის 6 თვეში, სახელმწიფოს დაფინანსებით, უკვე გაიმართა  სხვადასხვა სახის 6 ღონისძიება.

ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის  ბიუჯეტი 2024 წელს 16 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაც 2 მილიონი ლარით აღემატება 2023 წლის ბიუჯეტს.

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მასშტაბით ღვინის გამოფენების, კონკურსების, ტურებისა და ფესტივალების ჩატარება მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ღვინის ტურიზმის განვითარებას და ადგილობრივ მოსახლეობაში ბოთლის ღვინის მოხმარების კულტურის ზრდას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics