09:12 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-24 10:55:27, 351 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრი კავკასიის მედიცინის ცენტრში იმყოფებოდა

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე კავკასიის მედიცინის ცენტრში იმყოფებოდა, რომელმაც  საერთაშორისო აკრედიტაციაა მოიპოვა და  Joint Commission International-ის (JCI) აკრედიტებული მულტიპროფილური რეფერალური ჰოსპიტალი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, სარჯველაძემ, მინისტრის მოადგილე თეა გიორგაძესთან ერთად, სამედიცინო დაწესებულება დაათვალიერა, შემდეგ კი საერთაშორისო აკრედიტაციის მისაღებად განხორციელებული ცვლილებების შესახებ პრეზენტაციას დაესწრო.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა, ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, კლინიკის მიერ, JCI აკრედიტაციის მოპოვება,  ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს სიახლე პაციენტის უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების უზრუნველყოფის გარანტიაა, რაც თავის მხრივ, სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

ღონისძიებას ჯანდაცვის სამინისტროსა და სამედიცინო სექტორის წარმომადგენლები, ასევე, სპეციალურად მოწვეული, სხვა სტუმრები ესწრებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics