|
2024-02-20 13:25:55, 705 ნახვა
პოლიტიკა
მათიკაშვილი - მივმართავ ხაზარაძე-ჯაფარიძეს - რა გაგიკეთებიათ საკუთარი ქვეყნისთვის, ნულოვან რეიტინგს და პროცენტებს მიიღებთ არჩევნებზე
მივმართავ ხაზარაძე-ჯაფარიძეს და მათ კლასტერს - რა გაგიკეთებიათ უანგაროდ საკუთარი ქვეყნისთვის? თქვენი თავებისთვის რომ აკეთებთ დღენიადაგ, ეს ხალხმა ძალიან კარგად იცის, მაგრამ ქვეყნისთვის რა გაქვთ გაკეთებული?- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მათიკაშვილის თქმით, პარტია „ლელოს" დაბალი რეიტინგი აქვს საზოგადოებაში და ეს არჩევნების შედეგებშიც აისახება. „სასამართლოს მიერ თაღლითობაში მხილებული ხაზარაძე საკუთარ ქვეყანას და საზოგადოებას რეპრესიებით ემუქრება. გადასახლებით ემუქრება ვის? - ბიძინა ივანიშვილს. თქვენ ბიძინა ივანიშვილს ვერ პატიობთ ყველაზე დიდი ქველმოქმედებას. ეს არის 2011-2012 წლების ამბები, როდესაც მან საკუთარი თავი, საკუთარი სიცოცხლე, საკუთარი ოჯახის ბედ-იღბალი სასწორზე შეაგდო და უთანასწორო ბრძოლაში ბეჭებზე დადო „ნაციონალური მოძრაობა", ეს ტირანიით შეპყრობილი რეჟიმი. თქვენ სად იყავით ამ დროს? იქნებ ამ რეჟიმთან შეზრდილები, შეხმატკბილებულები, ძალიან კომფორტულად გრძნობდით თავს და იმ რეჟიმის დავალებებსაც ძალიან კომფორტულად ასრულებდით. თქვენგან პატრიოტები და სახელმწიფო მოღვაწეები არ გამოვლენ და რა ნულოვანი ნდობა და რეიტინგიც გაგაჩნიათ საზოგადოებაში, ზუსტად ასეთ ნულოვან რეიტინგს და პროცენტებს მიიღებთ არჩევნებზე",- თქვა მათიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)