15:42 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-25 11:49:49, 934 ნახვა

პოლიტიკა
„აზიმუტი“ სოჭი-თბილისის და მოსკოვი-ბათუმის მიმართულებით ავიარეისებს იწყებს

რუსული ავიაკომპანია "აზიმუტი" (Azimuth Airlines), სოჭი-თბილისის და მოსკოვი-ბათუმის მიმართულებით ავიარეისებს იწყებს. ამის შესახებ ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

ავიაკომპანიის ცნობით, მოსკოვის „ვნუკოვოს“ აეროპორტიდან ბათუმის მიმართულებით ავიარეისების განხორციელება 9 ოქტომბრიდან, სოჭიდან თბილისში კი, 11 ოქტომბრიდან დაიწყება.

მათივე ცნობით, სოჭი-თბილისი-სოჭის ავიარეისები ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს, მოსკოვი-ბათუმი-მოსკოვის მიმართულებით კი, ორშაბათს და ხუთშაბათს შესრულდება.

შეგახსენებთ, რომ  10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიახაზებისთვის საქართველოსთან ფრენის აკრძალვა გააუქმა. საქართველოს მოქალაქეებისთვის ასევე გაუქმდა სავიზო რეჟიმი. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან შევიდა. 

ამასთან, 15 მაისს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ფრენების განსახორციელებლად ავიაკომპანია Azimuth Airlines-ზე აუცილებელი ნებართვა გაიცა. ხოლო 19 მაისს, ავიაკომპანია Azimuth-მა, თბილისი-მოსკოვის მიმართულებით პირველი ფრენა განახორციელა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სასამართლოს კანცელარიის დაცვის მცდელობის საქმეზე ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
კარგი იდეა მხოლოდ დასაწყისია, შეცდომების მიუხედავად არ გაჩერდე – ფოქსი ელენიკო 19 წლის საკუთარ თავს მიმართავს
ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე - „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს
სრული სვლით საგანძურისკენ - 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics