16:40 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-10 15:34:35, 260 ნახვა

საზოგადოება
სასამართლოს კანცელარიის დაწვის მცდელობის საქმეზე ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

პარტია მოქალაქეების ლიდერს, ალეკო ელისაშვილის თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი გელაშვილმა სასამართლოს კანცელარიის დაწვის მცდელობის საქმეზე 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

დღევანდელ სხდომაზე დასკვნითი სიტყვით ისარგებლა ალეკო ელისაშვილმა, თუმცა ის სიტყვის დასრულების შემდეგ სხდომათა დარბაზიდან გააძევეს. დარბაზი დაატოვებინეს დამსწრეებსა და მედიასაც.

ალეკო ელისაშვილი 29 ნოემბერს, გამთენიისას, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიების ვერსიით, ელისაშვილი წინასწარ შედგენილი გეგმის მიხედვით მოქმედებდა. ის, სახეზე ნიღბით, 4 მაისს, დაახლოებით 03:44 საათზე მივიდა თბილისში, აღმაშენებლის ხეივანი №64-ში მდებარე თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობის უკანა ნაწილში, სადაც არქივი არის განთავსებული. ბრალდებულმა თავდაპირველად სავენტილაციო მილზე ასვლით სცადა ფანჯრის გაღება, თუმცა ვერ შეძლო. ამის შემდეგ კიბეებზე ჩამოვიდა და სარკმლიდან არქივის ოთახში შეაგდო ნავთობპროდუქტის შემცველი ანთებული ნივთიერება, რამაც ხანძარი გამოიწვია.

გამოძიების ინფორმაციით, მოგვიანებით ელისაშვილი კვლავ მიუახლოვდა სხვა ფანჯარას, რომელიც მეორე არქივის ოთახთან მდებარეობდა, ავიდა სავენტილაციო მილზე და ცეცხლი წაუკიდა ფანჯარას და სადენებს. შედეგად, ხანძარი გაჩნდა როგორც შენობის გარე ფასადზე, ისე არქივში, სადაც ინახებოდა ასობით სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმე. ცეცხლი მეხანძრე-მაშველებმა ჩააქრეს.

პროკურატურის განცხადებით, აღნიშნული ქმედება მიზნად ისახავდა სასამართლო ხელისუფლების დესტაბილიზაციას, ასევე მნიშვნელოვანი დოკუმენტებისა და ინფრასტრუქტურის განადგურებას, რამაც გამოიწვია სერიოზული ქონებრივი ზიანი. ამასთან, საფრთხე შეექმნა იმ დროს შენობაში მყოფი მანდატურის სამსახურის სამ თანამშრომელს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics