15:40 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-04 21:38:39, 1487 ნახვა

სამართალი
ვინ არის ბიზნესმენი თეიმურაზ ვარშანიძე რომელმაც მიმტანზე იძალადა - პოლიციამ გამოძიება დაიწყო

ბიზნესმნეი რომელმაც მიმტანზე იძალადა, არის თეიმურაზ ვარშანიძე. მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრიდან ვგებულობთ, რომ ვარშანიძე რესტორან "რეტროსთან" ერთად არის აზღვაო სასწავლო საწვრთნელი ცენტრი ეკვატორი-ს დირექტორი და მფლობელი, შპს "ფორტუნა-2010"- ს მფლობელი და დირექტორი. 

საზღვაო სასწავლო საწვრთნელი ცენტრი ეკვატორი ფულს სახელმწიფოსგან ღებულობს, ეს ცენტრი ამზადებს მეზღვაურებს, თუმცა გაუგებარია საზღვაო აკადემიის არსებობისას რა საჭიროა კერძო სასწავლო ცენტრი. "ეკვადორის" აქტივობიდან ვგებულობთ, რომ მიმდინარეობს პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია: გემბანის რიგითი მეზღვაური; სამანქანე განყოფილების რიგითი მეზღვაური; განცხადებაში ხაზგასმულია, რომ სწავლებას სრულად აფინანსებს სახელმწიფო;

ამავე ცენტის ხელმძღვანელია ბიზნესმენის მეუღლე მირანდა თედორაძე. რეტროს კიდევ ერთი თანამშრომელი მილენა ფუტკარაძე წერს, რომ მირანდა თედორაძე "რეტოს" თანამშრომელ ქალებს ავიწროებდა. 

"მაშინ უნდა ამოგვეღო ხმა როცა ამის სექსისტი ცოლის გამო გოგოები მოწევის დროს ვიმალებოდით, რომ არ დაენახა :)))) ბიჭებზე პრობლემა არ ჰქონდა რა თქმა უნდა. ესენი ადამიანები არ არიან" -წერს მილენა ფუტკარაძე

გარდა ამისა, მიმტანზე მოძალადე ვარშანიძე არის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი-ს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბადმინტონის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი. ამ თანამდებობაზე იგი 2016 წლის 9 სექტემბერს დაინიშნა.

რესტორანი "რეტრო" მდებარეობს ბათუმში გორგილაძის ქ. N54/62-ში. ასევე თბილისში გამრეკელის №1. 

სახაჭაპურე რეტროს ყოფილი მენეჯერი მარია ზოიძე Facebook-ზე აქვეყნებს ვიდეოს, რომელშიც, მისი თქმით, რეტროს მფლობელი თეიმურაზ ვარშანიძე მიმტანს სცემს. 

ზოიძე წერს, რომ თავად რეტრო ცოტა ხნის წინ დატოვა, რადგან ვარშანიძემ ხალხით სავსე რესტორანში შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახავი სიტყვებით მიმართა.

ის, ასევე, წერს, რომ რუსების შემოდინებასთან ერთად რესტორანში რუსი თანამშრომლები მიიყვანეს, რომლებიც ძველ თანამშრომლებს ტოქსიკურ სამუშაო გარემოს უქმნიდნენ, მფლობელი კი მათ მხარს უბამდა, რადგან პრორუსია.

"ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

თეიმურაზ ვარშანიძის ფეისბუქის გვერდი





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics