11:08 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-18 09:11:57, 1349 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 201 100-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსულმა არმიამ 201 100-მდე ჯარისკაცი დაკარგა.

რუსეთის სავარაუდო დანაკარგი 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 18 მაისის 06:00 საათისთვის ასეთია:

  • ჯარისკაცი - დაახლოებით 201 100;
  • ტანკი - 3 773;
  • ჯავშანტექნიკა - 7 373;
  • საარტილერიო სისტემა - 3 198;
  • სარაკეტო სისტემა - 563;
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა - 318;
  • თვითმფრინავები - 308;
  • ვერტმფრენი - 294;
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 2 759;
  • საკრუიზო რაკეტები - 990;
  • გემი/ნავი/კატარღა - 18;
  • საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები - 6 073;
  • სპეციალური აღჭურვილობა - 418.

აღსანიშნავია, რომ გარდაცვლილი ჯარისკაცების სრულ აღრიცხვას არ აკეთებს თავად რუსეთი.

ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსი ოკუპანტები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„რუმს ჰოტელსისა“ და „აჭარა ჯგუფის“ დამფუძნებელი თემურ უგულავა გარდაიცვალა
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი - ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
ცაჰალის ცნობით, მოკლეს ჰამასის მეთაური აბუ მუსტაფა, რომელიც 7 ოქტომბრის თავდასხმასთან იყო დაკავშირებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics