11:08 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-16 23:15:19, 1463 ნახვა

ომი უკრაინაში
მალიარი - უკრაინის ძალებმა ბახმუტთან დაახლოებით 20 კვადრატული კილომეტრი მტრისგან გაათავისუფლეს

ჩვენმა ჯარებმა გაათავისუფლეს დაახლოებით 20 კვადრატული კილომეტრი მტრისგან ბახმუტის გარეუბნების ჩრდილოეთით და სამხრეთით, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა.

მისივე თქმით, ბახმუტში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს და ფაქტი, რომ ბახმუტის დაცვა ამდენი თვე გაგრძელდა და არის გარკვეული წარმატებებიც, უკრაინელი მებრძოლებისა და თავდაცვის სარდლობის მაღალი პროფესიონალიზმის დამსახურებაა.

"ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ჩვენმა ჯარებმა გაათავისუფლეს დაახლოებით 20 კვადრატული კილომეტრი მტრისგან ბახმუტის გარეუბნების ჩრდილოეთით და სამხრეთით.

"მიდის მძიმე ბრძოლები სხვადასხვა შედეგებით. არსებულ ვითარებაში ჩვენი ჯარები ყველაფერს აკეთებენ და კიდევ უფრო მეტს...

ის, რომ ბახმუტის დაცვა ამდენი თვე გაგრძელდა და გარკვეულ სფეროებში არის მიღწევები, ჩვენი მებრძოლების არაჩვეულებრივი ძალისხმევისა და თავდაცვის სარდლობის მაღალი პროფესიონალიზმის დამსახურებაა", - წერს მალიარი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„რუმს ჰოტელსისა“ და „აჭარა ჯგუფის“ დამფუძნებელი თემურ უგულავა გარდაიცვალა
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი - ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
ცაჰალის ცნობით, მოკლეს ჰამასის მეთაური აბუ მუსტაფა, რომელიც 7 ოქტომბრის თავდასხმასთან იყო დაკავშირებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics