01:42 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-14 13:57:31, 1634 ნახვა

ომი უკრაინაში
ბორელი - ომზე ჩინეთის პოზიცია ერთ-ერთი ფაქტორია, რომელიც პეკინისა და ევროპის შემდგომ ურთიერთობებს განსაზღვრავს

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომთან დაკავშირებით ჩინეთის პოზიცია და ქმედებები არის ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც პეკინისა და ევროპის შემდგომ ურთიერთობებს განსაზღვრავს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

ბორელის თქმით,  რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ ევროკავშირის უსაფრთხოების უდიდესი გამოწვევაა.

„მე არ ვაპირებ ჩინეთისთვის რჩევის მიცემას, რადგან პატივს ვცემ მის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს, თუმცა მეგობრულად მინდა ვუთხრა, რომ ევროკავშირისთვის უკიდურესად რთული იქნება ნდობის შენარჩუნება, თუ ჩინეთი არ შეუწყობს ხელს პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებას ომის დასრულებასთან დაკავშირებით. ჩვენ არ ვთხოვთ არავის, შეუერთდეს ჩვენს პოზიციას - მხოლოდ ვითხოვთ, აღიარონ, რომ ამ შემთხვევაში საუბარია საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევაზე.

ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ პრეზიდენტი სი ძინპინი პრეზიდენტ ზელენსკისთნ საუბარს გამართავს და ჩინეთი უფრო მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს ომის შედეგად განადგურებულ უკრაინას. ევროპა იცავს უკრაინას და ემზადება ერთ დღეს მის ოჯახში მისაღებად, თუმცა ახლა უკრაინაშიც წყდება ევროპის უსაფრთხოების საკითხი. ამიტომ, ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას სამხედრო, ფინანსური, პოლიტიკური, დიპლომატიური კუთხით. ეს არის ბრძოლა ჩვენი ბედისწერისთვის", - აცხადებს ჯოზეფ ბორელი. 

ცნობისთვის, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი ოფიციალური ვიზიტით ჩინეთში უნდა ჩასულიყო. ბორელის ვიზიტი სახალხო რესპუბლიკაში 13-15 აპრილს იყო დაგეგმილი, თუმცა გადაიდო.

აღსანიშნავია, რომ აპრილში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტით საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი​ იმყოფებოდნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics