09:12 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-26 12:53:13, 2445 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინაში ბოლო ერთ დღეში 23 საავიაციო და ერთი სარაკეტო იერიში განახორციელეს

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინაში ბოლო ერთ დღეში 23 საავიაციო და ერთი სარაკეტო იერიში განახორციელეს. უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან უკრაინის არმიის პოზიციებისa და დასახლებული პუნქტების მიმართულებით 20-ზე მეტი დაბომბვა განახორციელეს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის დონეცკის ოლქში არტილერიით ორი ქალაქი – ტორეცკი და ჩასოვ იარი დაბომბეს, რასაც ორი ადამიანი ემსხვერპლა.

რუსმა ჯარისკაცებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში სამჯერ დაბომბეს ქალაქი ხერსონი. დაზიანებულია სკოლის შენობა, ასევე კერძო და მრავალსართულიანი სახლები. დაბომბვის შედეგად ცხრა ადამიანი დაშავდა.

უკრაინის არმიამ მოიგერია რუსეთის თავდასხმები ავდეევკის, ბახმუტის, მარინკისა და ლიმანის მიმართულებით.

უკრაინის არმიის გენშტაბის ცნობით, დონეცკის ოლქის სხვადასხვა რაიონში უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის მებრძოლებმა ნაღმტყორცნებით რუსეთის ქვეითი ჯარის პოზიციები დაბომბეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი და ომანი ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადს არ დააწესებენ
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics