11:12 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-13 13:11:50, 3117 ნახვა

ეკონომიკა
ყაზახეთი თბილისი-ბაქო-ჯეიჰანის მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირებას 2023 წლის პირველი იანვრიდან დაიწყებს

ყაზახეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ყაზახეთი თბილისი-ბაქო-ჯეიჰანის მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირებას 2023 წლის პირველი იანვრიდან დაიწყებს.

როგორც „ყაზინფორმი“ იუწყება ამის შესახებ განცხადება ყაზახეთის პრემიერ-მინისტრმა, ალიხან სმაილოვმა ჟურნალისტებთან ბრიფინგზე გააკეთა.

მისი თქმით, ნავთობი აქტაუს პორტიდან ბაქოს პორტში ჩავა, შემდეგ კი მისი ტრანსპორტირება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით მოხდება.

„ბაქოს პორტის გავლით, ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირება შეიძლება, ბაქო-სუფსას და ბაქო-ბათუმის მილსადენებით. ასევე არის სარკინიგზო ხაზი ატირაუდან ბათუმისა და უზბეკეთის მიმართულებით და არის ჩინეთის მიმართულებაც. ახლა ჩვენ ვმუშაობთ ნავთობის ექსპორტის პოტენციალის გაფართოებისა და გაზრდისთვის ამ მიმართულებებით“, – განაცხადა სმაილოვმა.

„რაც შეეხება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენს, ჩვენ შევთანხმდით 1,5 მილიონი ტონა ნავთობის ტრანსპორტირებაზე, რაც დაიწყება 2023 წლის პირველი იანვრიდან“, -განაცხადა ყაზახეთის პრემიერ-მინისტრმა და დაამატა, რომ მოგვიანებით ამ ნავთობსადენით ტრანსპორტირებული ნავთობის მოცულობა 6,5 მილიონ ტონამდე გაიზრდება.

მან ასევე აღნიშნა, რომ კომპანია „ტენგიზშევროილმა“ გააორმაგა ნავთბმზიდი ავზების რაოდენობა და დაიწყო სარკინიგზო გადაზიდვა ბათუმისა და უზბეკეთის მიმართულებებით.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გულია: აფხაზეთს შეუძლია დღეში ათასი უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიოს საქართველოს და 10 დღეში გაიმარჯვოს
„რუმს ჰოტელსისა“ და „აჭარა ჯგუფის“ დამფუძნებელი თემურ უგულავა გარდაიცვალა
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი - ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics