15:40 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-05 13:19:38, 1425 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი ხანიშვილი გერმანიის ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი გერმანიის ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში სოფლის მეურნეობის სექტორში ინვესტირების შესაძლებლობები განიხილეს. აღნიშნულ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მინისტრის პირველმა მოადგილემ, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშემწყობი სახელმწიფო პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და ყურადღება უცხოური ინვესტიციების  მოზიდვის მნიშვნელობაზე გაამახვილა. 

გიორგი ხანიშვილმა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პროცესში საკანონმდებლო მიმართულებით მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა და უცხოელ სტუმრებს ის შესაძლებლობები გააცნო, რასაც ქვეყანაში ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭროს სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) იძლევა. 

მხარეებმა ბიოსასუქების, ევროპული წარმოების  სასოფლო-სამეურნეო მანქანა-დანადგარებისა და პროდუქციის გადამზიდი სატრანსპორტო საშუალებების მიმართულებით თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.

შეხვედრაზე, შპს „იმერეთის აგროზონის” დირექტორმა, არჩილ ბუკიამ ვრცლად ისაუბრა სასათბურე მეურნეობების კლასტერის - „იმერეთის აგროზონა“ განვითარების პოტენციალზე და ასოციაციის წევრებს პროექტით დაინტერესებისკენ მოუწოდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics