|
2022-09-23 12:22:13, 1090 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით UK-Georgia Fintech Forum პირველად გაიმართა
“საქართველოს ბანკის” მხარდაჭერით და დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო ვაჭრობის დეპარტამენტის ორგანიზებით საქართველოში პირველად, UK-Georgia Fintech Forum გაიმართა. “საქართველოს ბანკის” ინფორმაციით, ღონისძიების ორგანიზატორი დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო ვაჭრობის დეპარტამენტთან ერთად იყო DataFest Tbilisi, „საქართველოს ბანკთან“ და გრანთ თორნთონთან პარტნიორობით. ფორუმის მიზანი საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის ფინტექ ინდუსტრიებს შორის შესაძლო პარტნიორობების განხილვა იყო. ასევე, ფინანსური ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროების ქართულ და ბრიტანულ ბაზარზე განვითარების მიმოხილვა და პერსპექტივები. „საქართველოს ბანკი“ ფინტექ მიმართულებით და ინოვაციების განვითარების კუთხით ბევრი საინტერესო ღონისძიების პარტნიორია. ეს შეხვედრაც იყო ძალიან კარგი შესაძლებლობა, ფინანსური ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროების სპიკერებსა თუ დამსწრე საზოგადოებას უახლესი ტექნოლოგიური მიღწევები გაეზიარებინა ერთმანეთისთვის. მოხარული ვართ, რომ გვქონდა შესაძლებლობა, მხარი დაგვეჭირა ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიებისთვის, სადაც ჩვენი ქვეყნის ფინტექ ინდუსტრიის შესახებ დაინტერესებულმა ადამიანებმა ბევრი მნიშვნელოვანი და სასარგებლო ინფორმაცია მიიღეს“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში. ფორუმმა ინსპირაციული საუბრებისთვის და პანელური დისკუსიებისთვის თავი მოუყარა გამორჩეულ ექსპერტებს დიდი ბრიტანეთიდან და საქართველოდან. ფორუმი სამი სესიისგან შედგებოდა, რომელზეც ისეთი მნიშვნელოვანი და საინტერესო სპიკერები წარსდგნენ, როგორებიც არიან: მაიკ კინგი, საერთაშორისო ვაჭრობის დეპარტამენტის მთავარი ოპერაციული დირექტორი, ინვესტიციების ხელმძღვანელი აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მიმართულებით; რობინ ბათლერი, Sturgeon Capital-ის პარტნიორი; ნიშ კოტეჩა, FinBoot-ის თანადამფუძნებელი და თავმჯდომარე; ალპეშ ბ პაიტელი, საერთაშორისო ვაჭრობის დეპარტამენტის ტრანზაქციების სპეციალისტი; ბრაიან ზენგი, კემბრიჯის ალტერნატიული ფინანსების ცენტრის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი. ღონისძიებაზე მომხსენებით ასევე წარსდგნენ: გიორგი კინწურაშვილი- „საქართველოს ბანკის“ ციფრული საბანკო ეკოსისტემის სამსახურის უფროსი; დავით კიკვიძე- Fintech ასოციაციის თავმჯდომარე, ვლადიმერ ებანოიძე- საქართველოს ეროვნული ბანკის FinTech და SupTech განვითარების დეპარტამენტის უფროსი; თორნიკე ასათიანი-Edumentors-ის თანადამფუძნებელი. ფორუმში მონაწილეობა ასევე მიიღეს ისეთმა სტარტაპებმა, როგორიცაა: PAYZE, CNICK და სხვა.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)