15:41 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-20 13:47:23, 1229 ნახვა

საზოგადოება
სოფელ გრაკალში სასმელი წყლის ჭაბურღილის მოწყობის სამუშაოების მიმდინარეობს

სოფელ გრაკალში სასმელი წყლის ჭაბურღილის მოწყობის სამუშაოების მიმდინარეობა მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ,   მოადგილემ დავით ქისიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ შმაგი ბეგლარაშვილმა დაათვალიერეს.

გათვალისწინებულია ახალი სათავე ნაგებობის (ჭაბურღილი), სამარაგო რეზერვუარის, მიმწოდებელი მაგისტრალის, მაგისტრალური მილსადენის, საქლორატორო ჯიხურის, ელექტრონული ქსელის და სანიტარულის ზონის მოწყობა. პროექტის ფარგლებში  სოფელ თელიანსა და სასირეთში სათავე ნაგებობების რეაბილიტაცია განხორციელდება.

„სამივე სოფლის სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, სახელშეკრულებო ღირებულება 699 999 ლარია და ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „თექ ჰაივეი“ ახორციელებს.

როგორც კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ განაცხადა, მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფა მერიისთვის განსაკუთრებით პრიორიტეტულია. ჭაბურღილების მოწყობა კი სასმელი წყლის ხარისხისა და დებეტის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. აღსანიშნავია, რომ სოფელ თელიანში სამაჩაბლოდან დევნილი და იძულებით გადაადგილებული კომპაქტურად ჩასახლებული 54 ოჯახი ცხოვრობს",- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სასამართლოს კანცელარიის დაცვის მცდელობის საქმეზე ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
კარგი იდეა მხოლოდ დასაწყისია, შეცდომების მიუხედავად არ გაჩერდე – ფოქსი ელენიკო 19 წლის საკუთარ თავს მიმართავს
ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე - „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს
სრული სვლით საგანძურისკენ - 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics