|
2022-07-29 15:09:06, 873 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Hotel Sapphire Bakuriani გაფართოებას გეგმავს
"საქართველოს ბანკი", როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი სტუმარმასპინძლობის სექტორისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით ბაკურიანში 5 სართულიანი, 5 ვარსკვლავიანი, 27 ნომრიანი სასტუმრო აშენდა. სულ ცოტა ხნის წინ კი სასტუმროში 80 ადამიანზე გათვლილი ლაუნჯი და ტერასაც გაიხსნა. პროექტის ჯამური ბიუჯეტი 7 მლნ ლარია, საიდანაც ბანკის თანამონაწილეობა 3.5 მლნ ლარს შეადგენს. „ბანკთან დიდი ხანია ვპარტნიორობთ და სწორედ მათთან თანამშრომლობით, სულ ახლახან, სასტუმროში 80 ადამიანზე გათვლილი ლაუნჯი და ტერასაც გავხსენით. ჩვენს სასტუმროს გამოარჩევს მდებარეობა, ის არის ბაკურიანის ცენტრიდან 700 მეტრში, ცენტრალური გზის პირას და აღჭურვილია მაღალი კატეგორიის ნომრებით. შენობის საერთო ფართი 1750კვ.მ-ია. სასტუმროში განთავსებულია საკონფერენციო და ბავშვთა გასართობი ოთახი; 500კვ.მ.-ზე დახურული ეზო. სასტუმროში უკვე განთავსებულია სპა და ჩვენს სტუმრებს შეუძლიათ დრო სასიმოვნოთ გაატარონ. უახლოეს მომავალში ტერასას აუზიც შეემატება. მზადების პროცესშია ფიტნეს დარბაზიც. ჩვენ არ ვჩერდებით და ასევე ვგეგმავთ კიდევ უფრო გაფართოვდეთ. კერძოდ, ვაპირებთ ქართული რესტორნის მოწყობას, ასევე რამდენიმე კოტეჯის მშენებლობას, რომელიც სასტუმროს დამატებით 12 ნომერს შესძენს“, - განაცხადა სასტუმროს დირექტორმა, გოგა ტალახაძემ. „მოხარული ვართ რომ გვაქვს შესაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ ბიზნესს, რომელიც მუდმივად ფიქრობს განვითარებაზე. ჩვენ როგორც სტუმარმასპინძლობის ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი, ვცდილობთ ხელი შევუწყოთ რეგიონში ისეთი გარემოს შექმნას, რომელიც მოიზიდავს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ტურისტებს. სასტუმრო მდებარეობს ბაკურიანის ცენტრში პრესტიჟულ ადგილას, რაც იძლევა შესაძლებლობას, ისრიალო სამ უმთავრეს სათხილამურო ტრასაზე: დიდველი, კოხტაგორა და მიტარბი. სასტუმრო ასევე ახლოსაა ბორჯომის პარკთან. სასტუმროს ჰყავს პროფესიონალი მომსახურე პერსონალი, რომლებიც მუდამ მზადაა დასახმარებლად. სწორედ ეს ფაქტორები გამოარჩევს Hotel Sapphire Bakurian-ს და გვჯერა ის საკუთარ წვლილს შეიტანს ქვეყანაში ტურისტების მოზიდვის კუთხით“,- განაცხადა "საქართველოს ბანკის" კორპორაციული საბანკო მომსახურების სექტორის ხელმძღვანელმა, გიორგი წეროძემ.
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)