01:41 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-15 15:31:19, 1446 ნახვა

ეკონომიკა
231.44 მილიონი დოლარი - საქართველოში ივნისში შემოსული ფულადი გზავნილების 54% რუსეთის ფედერაციაზე მოდის

2022 წლის ივნისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 427.4 მლნ აშშ დოლარი (1262.6 ლარი) შეადგინა, რაც 111.7%-ით მეტია 2021 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

საქართველოში ივნისში შემოსული ფულადი გზავნილების 54% რუსეთის ფედერაციაზე მოდის - 231.44 მილიონი დოლარი. ეს 492.2%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდზე. მეორე ადგილზე იტალიაა ($35.57 მლნ, მთლიანი მოცულობის 8.32%), მესამეზე - აშშ ($27.66 მლნ, მთლიანი მოცულობის 6.47%). მეოთხე და მეხუთე ადგილებს კი, საბერძნეთი ($18.82 მლნ, მთლიანი მოცულობის 4.4%) და ყაზახეთი ($17.26 მლნ, მთლიანი მოცულობის 4.04%) იკავებენ.

ათეულში ასევე არიან ისრაელი ($16.94 მლნ, მთლიანი მოცულობის 3.96%), გერმანია ($13.95 მლნ, მთლიანი მოცულობის 3.27%), თურქეთი ($8.44 მლნ, მთლიანი მოცულობის 1.98%), ყირგიზეთი ($6.97 მლნ, მთლიანი მოცულობის 1.63%) და ბელარუსი ($5.3 მლნ, მთლიანი მოცულობის 1.24%).





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics