|
2022-07-14 14:54:14, 1254 ნახვა
ეკონომიკა
თბილისში DevOps და IT უსაფრთხოების საკითხებზე რეგიონული კონფერენცია გაიმართება
"თიბისის" მხარდაჭერით, 21 ივლისს, HT Solutions მე-3 DevSecOps Inspire კონფერენციას მართავს, რომელიც მიზნად ისახავს, გააერთიანოს წამყვანი კომპანიების აღმასრულებელი მენეჯერები საქართველოდან, მოლდოვადან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და ტექნიკური ექსპერტები DevOps და IT უსაფრთხოების სფეროდან. DevSecOps Inspire კონფერენცია ერთდღიანი ღონისძიებაა 200-ზე მეტი ადამიანისთვის Google-ის, თიბისის, Dynatrace-ის, Aqua Security-ის, Hashicorp-ის, Business Technology University-ის, Nozomi Networks-ისა და სხვა წამყვანი კომპანიების საუკეთესო სპიკერებთან ერთად. ღონისძიების დასრულებისას მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ გაიცნონ და დაამყარონ კავშირები კოლეგებთან. HT Solutions გიმასპინძლებთ Axis Tower-ში, იდეალურ ადგილას ციფრულ ტრანსფორმაციაზე, ღრუბელზე და უსაფრთხოებაზე სასაუბროდ. DevSecOps არის ტენდენციური პრაქტიკა აპლიკაციების უსაფრთხოებაში (AppSec), რომელიც მოიცავს უსაფრთხოების დროულად დანერგვას პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების სასიცოცხლო ციკლში (SDLC). ის, ასევე, აღრმავებს თანამშრომლობას განვითარებისა და ოპერაციების გუნდებს შორის, რათა უსაფრთხოების გუნდები პროგრამული უზრუნველყოფის მიწოდების ციკლში ინტეგრირდეს. DevSecOps მოითხოვს კულტურის, პროცესისა და ხელსაწყოების ცვლილებას ამ ძირითად ფუნქციურ გუნდებში და უსაფრთხოებას საერთო პასუხისმგებლობად აქცევს. ყველას, ვინც ჩართულია SDLC-ში, თავისი როლი აქვს DevOps-ის უწყვეტი ინტეგრაციისა და უწყვეტი მიწოდების (CI/CD) სამუშაო პროცესში უსაფრთხოების ფორმირებაში. DevOps-ში მყარი და ტრანსფორმაციული ბექგრაუნდით HT Solutions DevSecOps პრაქტიკებსა და ინსტრუმენტებს ავითარებს ქართული ბაზრისთვის. ის ეხმარება ქართულ კომპანიებს, დანერგონ შესაბამისი უსაფრთხოების გადაწყვეტილებები, რომლებიც აკმაყოფილებს მათ საჭიროებებს. HT Solutions მაღალი დონის პროფესიონალთა გუნდია, რომელიც გთავაზობთ მომსახურების ფართო სპექტრს, მათ შორის კიბერუსაფრთხოების სერვისებს და გადაწყვეტილებებს, ციფრულ ტრანსფორმაციას - DevOps და Agile კონსულტაციასა და სერვისებს, მონაცემთა ანალიტიკას, სისტემის ინტეგრაციას, IT აუდიტს, IT ინფრასტრუქტურის ოპტიმიზაციას, პროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზირებასა და IT აღჭურვილობას. "თიბისი", როგორც ტექნოლოგიური კომპანია, მხარს უჭერს რიგით მე-3 DevSecOps Inspire კონფერენციას, რადგან თიბისისთვის მნიშვნელოვანია საქართველოში ტექ-კომუნის გაძლიერება და ამ მიმართულებით ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება.
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)