|
2022-06-14 12:13:39, 1311 ნახვა
ეკონომიკა
“საქართველოს ბანკის” მხარდაჭერით მორიგი იდეათეკა დაბა ჩოხატაურის №1 საჯარო სკოლაში გაიხსნა
“საქართველოს ბანკი”, როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, რეგიონებში ფორმალური და არაფორმალური განათლების მხარდაჭერას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკისა და „ქართული წიგნის ინსტიტუტის“ პარტნიორობით უკვე მე-10 იდეათეკა გაიხსნა. პროექტის განხორციელებაში საკუთარი წვლილი შეიტანა “საქართველოს ბანკის” პარტნიორმა კომპანიამ „მეღვინეობა ხარებამ“. ამიერიდან ნიკო მარის სახელობის დაბა ჩოხატაურის №1 საჯარო სკოლაში 600-ზე მეტ მოსწავლეს ექნება შესაძლებლობა, ისარგებლოს ისეთი საგანმანათლებლო და შემეცნებით რესურსებით როგორიცაა: მრავალფეროვანი ბიბლიოთეკა, კომპიუტერები, პროექტორები და სხვ. პროექტ „იდეათეკის“ მიზანს წარმოადგენს რეგიონების საჯარო სკოლებში თანამედროვე რესურსებზე წვდომის გაზრდით ხელი შეუწყოს ფორმალურ და არაფორმალურ განათლებას. შექმნას სივრცე, განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონში სადაც მოსწავლეები და მასწავლებლები შეძლებენ როგორც გაკვეთილების უფრო საინტერესო ფორმატში ჩატარებას, ასევე ჯგუფური პრეზენტაციების, ონლაინ თუ ფიზიკური შეხვედრების თუ სხვა საინტერესო ღონისძიებების ორგანიზებას. „მოხარული ვართ, რომ მორიგი, რიგით მე-10 იდეათეკა ამჯერად ნიკო მარის სახელობის დაბა ჩოხატაურის №1 საჯარო სკოლაში გავხსენით. პროექტი სამი წლის წინ დავიწყეთ იმ იდეით რომ ხელი შეგვეწყო განათლებისთვის მაღალმთიან, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებსა და საზღვრისპირა სოფლებში. გვინდოდა ხელი შეგვეწყო ახალგაზრდებისთვის, ჰქონოდათ წვდომა თანამედროვე საგანმანათლებლო რესურსებზე და შედეგად, უკვე 6,000-ზე მეტ მოსწავლე აქტიურად იყენებს იდეათეკის სივრცეებს გორის სოფლებში დიცში, ხურვალეთში, ზემო ნიქოზში, დუისში, ასევე ფოთში, ამბროლაურში, ახალქალაქში, ოზურგეთში, თბილისში. მათ აქვთ წვდომა იდეათეკაში განთავსებულ რესურსებზე: ინტერნეტზე, კომპიუტერებზე, პროექტორზე, მრავალფეროვან ბიბლიოთეკაზე და სხვა შემეცნებითი ხელსაწყოებზე. ჩვენი მიზანია, მსგავსი პროექტებითა და ინიციატივებით, საქართველოს მასშტაბით კიდევ უფრო მეტ ახალგაზრდას შევუწყოთ ხელი განვითარებაში, საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად გამოვლენაში და ათვისებაში“, – განაცხადა “საქართველოს ბანკის” გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)