|
2022-05-03 17:24:49, 1153 ნახვა
პოლიტიკა
გია ვოლსკი - მიხეილ სააკაშვილმა თვითდაზიანებას თავი უნდა დაანებოს, ის საკუთარი თანაგუნდელებისგან სერიოზული ზეწოლის ქვეშ არის
მიხეილ სააკაშვილი საკუთარი თანაგუნდელებისგან სერიოზული ზეწოლის ქვეშ არის, მათ შორის, როცა გუნდში არ არის ერთიანობა ბევრ საკითხზე, თუნდაც, საფინანსო წყაროებზე. ამ ვითარებაშია სააკაშვილი, ლიდერი, ბელადი, რომელიც არ გამოვრიცხავ, რომ პირიქით ზეწოლის ქვეშაა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. მისი თქმით, სამწუხაროა, რომ დღეს არ ახსენებენ იმ სადისტურ მმართველობას, რომელიც ქართულ ციხეებში არსებობდა. „დღემდე არ გაგვიგია, თუ რა სამედიცინო მომსახურებაა აუცილებელი და არ მიეწოდება მიხეილ სააკაშვილს. გვესმის, რომ არის პუტინის პატიმარი და ა.შ. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის ელემენტარული პოლიტიკური სპეკულაციაა და სხვა არაფერი. ამის იქით იმ პოლიტიკური სტრატეგიის რეალიზაცია დევს, რაზეც სააკაშვილი არათუ ლაპარაკობს, არამედ საზოგადოებას მოუწოდებს ამისკენ, რაც არის დესტაბილიზაცია, რევოლუციური პროცესების განვითარება. გამოსავალს იმაში ვხედავ, რომ მიხეილ სააკაშვილმა თვითდაზიანებას თავი უნდა დაანებოს. მიხეილ სააკაშვილი საკუთარი თანაგუნდელებისგან სერიოზული ზეწოლის ქვეშ არის, მათ შორის, როცა გუნდში არ არის ერთიანობა ბევრ საკითხზე, თუნდაც, საფინანსო წყაროებზე. ამ ვითარებაშია სააკაშვილი, ლიდერი, ბელადი, რომელიც არ გამოვრიცხავ, რომ პირიქით ზეწოლის ქვეშაა, თვითდაზიანებას თავი არ დაანებოს. ნიკა გვარამიას განცხადება იყო, რომ ერთი ლუკმაც რომ მიიღოს, მისთვის პოლიტიკურად წამგებიანი იქნებაო, ასევე თქვა, ანალიზის უნარი დაკარგა და მისი ყველა განცხადება სერიოზულად მისაღები არ არისო. მის ოჯახს, ექიმებს მოვუწოდებდი, სააკაშვილზე ზემოქმედება მოახდინონ, თვითდაზიანებას თავი დაანებოს“, – განაცხადა ვოლსკიმ
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
გომეწრის ხეობაში დაკარგული ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს
სუს-მა ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო
მახინჯაურის სანაპიროსთან ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო მასალა შენიშნეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)