|
2022-05-03 14:16:47, 1243 ნახვა
პოლიტიკა
კარლ ჰარცელი - მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე პასუხისმგებელი არის სახელმწიფო
შეშფოთებულები ვართ როდესაც ვეცნობით ანგარიშებს, მის მდგომარეობაზე პასუხისმგებელი, არის სახელმწიფო, - ასე ეხმიანება ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას. ჰარცელმა ასევე დასძინა, რომ არ აქვს პირველწყაროდან ინფორმაცია ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობაზე, თუმცა გამოქვეყნებულ ანგარიშებს ეცნობა. "მე არ მაქვს პირველწყაროდან ინფორმაცია სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ და არც ექიმი ვარ, რომ შევაფასო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მაგრამ შეშფოთებულები ვართ როდესაც ვეცნობით ანგარიშებს. მის მდგომარეობაზე პასუხისმგებელი, არის სახელმწიფო", - განაცხადა კარლ ჰარცელმა. ცნობისთვის, სახალხო დამცველის მიერ შექმნილ ექსპერტთა ჯგუფი, მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის მორიგ შედეგები გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ბოლო ვიზიტთან შედარებით, პაციენტის მდგომარეობა დამატებით მნიშნელოვნადაა გაუარესებული. ამ განცხადებიდან მალევე, მიხეილ სააკაშვილის ოჯახმა უწყვეტი აქციები დაანონსა.
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
გომეწრის ხეობაში დაკარგული ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს
სუს-მა ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო
მახინჯაურის სანაპიროსთან ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო მასალა შენიშნეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)