18:19 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-02 19:38:13, 1275 ნახვა

პოლიტიკა
გერმანიის პარლამენტი საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ევროპულ მომავალს მხარს უჭერს

გერმანიის პარლამენტი საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ევროპულ მომავალს მხარს უჭერს. - ამის შესახებ ინფორმაციას ბუნდესტაგი ავრცელებს.

მათივე თქმით, აუცილებელია მშვიდობისა და თავისუფლების დაცვა.

" 2022 წლის 28 აპრილს გერმანიის პარლამენტმა (ბუნდესთაგმა) მიიღო რეზოლუცია „დავიცვათ მშვიდობა და თავისუფლება“. მასში პარლამენტი მხარს უჭერს გერმანიის ფედერალური მთავრობის დახმარებას უკრაინისათვის, რომელიც ასევე მოიცავს მძიმე შეიარაღების მიწოდებას. ამასთან დაკავშირებით ბუნდესთაგი ადასტურებს უკრაინის, მოლდოვას და საქართველოს მხარდაჭერას „მათ ევროპულ გზაზე“. პარლამენტის აზრით, ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების 49-ე მუხლის კრიტერიუმების შესრულება ევროკავშირში წევრობის წინაპირობას წარმოადგენს.". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრობის კითხვარის პირველი ნაწილი დღეს დაასრულა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
გომეწრის ხეობაში დაკარგული ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს
სუს-მა ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო
მახინჯაურის სანაპიროსთან ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო მასალა შენიშნეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics