02:55 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-01 13:02:12, 2114 ნახვა

მსოფლიო
მინსკში სამმხრივი ჯგუფის შეხვედრა კონსესუსის გარეშე დასრულდა

მინსკში უკრაინის საკითხზე მომუშავე სამმხრივი საკონტაქტი ჯგუფის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის წევრებმა  დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს.
დოკუმენტი, რომელიც სექტემბრის მემორანდუმს და სამშვიდობო გეგმას გაამყარებდა, რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებმა შეიმუშავეს.  
როგორც სამ საათიანი შეხვედრის შემდეგ  დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის წარმომადგენელმა დენის პუშლინმა განაცხადა,  უკრაინაში არსებული ვითარების დეესკალაციისთვის აუცილებელია დიალოგი და არა უკრაინის მონოლოგი.
„ჩვენ დიალოგისთვის მზად ვართ, ამასთან მზად ვართ გავაგრძელოთ მუშაობა მინსკის შეთანხმების ფარგლებში თუმცა ამისთვის აუცილებელია დიალოგი და არა უკრაინის მონოლოგი“,-განაცხადა დენის პუშლინმა.
უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ლეონიდ კუჩმას განცხადებით კი, მოლაპარაკებები, რომელიც უკრაინაში ვითარების დეესკალაციას და ცეცხლის შეწყვეტას ითვალისწინებს, ლექსანდრე ზახარჩენკოს  და იგორ პლოტნიცკის შეხვედრაზე მოუსვლელობის გამო ჩაიშალა. 
სამმხრივი ჯგუფის შეხვედრში მონაწილეობა  უკრაინის, რუსეთის, ეუთო-ს და პრორუსულად განწყობილი სეპარატისტული ხელისუფლების წევრებმა მიიღეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის ფონდი დაბლოკა
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics