|
2021-02-18 11:14:25, 445 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა მელია ხელისუფლებას - მივუჯდეთ მოლაპარაკების მაგიდას და ახალი არჩევნების ჩატარების საკითხი განვიხილოთ
მივუჯდეთ მოლაპარაკების მაგიდას და ახალი არჩევნების ჩატარების საკითხი განვიხილოთ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა. მისი თქმით, მოლაპარაკება ფასილიტატორების ჩართულობით უნდა გაიმართოს. „პირველივე დღიდან ჩვენ საერთო ოპოზიციური მოძრაობა არაერთ ფორმატში გამართული შეხვედრის შემდეგ ვაცხადებდით, რომ ჩვენთვის უმთავრესია ქვეყანაშ კანონის უზენაესობა და სამართლიანი არჩევნების უფლება. ერთგულები ვართ გარდაუვალი გასატარებელი ცვლილებებისა, რომელიც ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანს. მხოლოდ და მხოლოდ ახალი ვადამდელი არჩევნები, რომელიც წესრიგში მოიყვანს ყველა სფეროს. ამიტომ ჩვენ იმედს ვიტოვებთ ახლა უნდა გავაკეთო ოპოზიციური პარტიების სახელით განცხადება, რომ მივუჯდეთ მოლაპარაკების მაგიდას ამ რეჟიმის წარმომადგენლებთან ფასილიტატორების მონაწილეობით და განვიხილოთ საკითხი ახალი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ნიკა მელიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)