01:31 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-27 10:35:15, 18108 ნახვა

კულტურა
ნინო ორჯონიკიძისა და ვანო არსენიშვილის ფილმი „გვირაბი“ მონტენეგროში დაჯილდოვდა

ნინო ორჯონიკიძისა და ვანო არსენიშვილის დოკუმენტური ფილმი „გვირაბი“ გახდა საუკეთესო ფილმის ჯილდოს მფლობელი საერთაშორისო კინოფესტივალზე Underhill Fest. ფესტივალი ყოველწლიურად მონტენეგროში იმართება და ქვეყანაში ერთ-ერთ მთავარ კინომოვლენად ითვლება. 

ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" საქართველოს კინემატოგრაფთა ეროვნულმა კინოცენტრმა აცნობა.

ფილმში მოქმედება ვითარდება ხარაგაულის რაიონში, „მოლითის" სარკინიგზო სადგურის გარშემო. საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში, ჩქაროსნულმა მატარებელმა  ჩინეთი საქართველოს გავლით ევროპასთან უნდა დააკავშიროს, რაც პატარა სოფლების ცხოვრებას თავდაყირა აყენებს.

„გვირაბის" მსოფლიო პრემიერა 2019 წელს შედგა ამსტერდამის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე (IDFA). ფილმი საქართველო-გერმანიის კოპროდუქციაა. იგი ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა და ამსტერდამში პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმის საკონკურსო პროგრამაში იყო წარმოდგენილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის ფონდი დაბლოკა
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
ორწლიანი პაუზის შემდეგ თელ-ავივში მასშტაბური გეი აღლუმი გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics