18:19 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-09 13:03:27, 2248 ნახვა

პოლიტიკა
აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე ხმაური იყო

აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე ხმაური იყო. აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ელგუჯა ბაგრატიონი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

სხომაზე ელგუჯა ბაგრატიონი აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარისგან განმარტებას ითხოვდა იმასთან დაკავშირბეით, თუ რატომ არ აძლევენ მოქალაქეებს სხომაზე დასწრების უფლებას.

ბაგრატიონის განცხადებით, მოქალაქეები აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობასთან შეკრებილები იყვნენ და დახმარებას ითხოვდნენ.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, გაბაიძემ სხომაზე განაცხადა, რომ სხდომათა დარბაზში მოქალაქეებს ვერ დაუშვებენ, რადგან საკმარისი ადგილი არ იყო. მანვე დაამატა, რომ მისი გადასაწყვეტია ვის დაუშვებენ სხდომათა დარბაზში და ვის არა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
გომეწრის ხეობაში დაკარგული ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს
სუს-მა ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო
მახინჯაურის სანაპიროსთან ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო მასალა შენიშნეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics