|
2020-06-01 17:35:36, 1159 ნახვა
კომენტარი
პროკურატურა - ჩვენთვის ბავშვთა საუკეთესო ინტერესის და უფლებების დაცვა პრიორიტეტული მიმართულებაა
საქართველოს პროკურატურა აქტიურად მუშაობს ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემის განვითარებაზე. ბავშვზე მორგებული გარემო გულისხმობს სათანადო კანონმდებლობას, სპეციალიზებულ პროფესიონალებს და ინფრასტრუქტურულ მოწყობას, რათა სამართალწარმოების პროცესში თავიდან ავიცილოთ დაზარალებული არასრულწლოვნის ხელახალი ვიქტიმიზაცია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების შესაბამისი მართლმსაჯულების განხორციელება როგორც მოწმე და დაზარალებული, ისე კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნების მიმართ. წარმატებით მოქმედებს არასრულწლოვანთა განრიდება-მედიაციის პროგრამა, რომელიც არასრულწლოვნებს აძლევს შესაძლებლობას ალტერნატიული ღონისძიებების ფარგლებში გააცნობიერონ ჩადენილი დანაშაული და აიღონ პასუხისმგებლობა საკუთარ ქმედებაზე. განრიდება-მედიაციის პროგრამაში ჩართულ პირთა მიერ დანაშაულის განმეორებით ჩადენის დაბალი მაჩვენებელი (9%) ცალსახად მიუთითებს პროგრამის წარმატებაზე. 2010 წლიდან დღემდე განრიდების მაჩვენებელი ყოველწლიურად მზარდია. პროგრამის ამოქმედებიდან 2019 წლის მდგომარეობით, სულ 2910 არასრულწლოვანი იქნა განრიდებული. ამასთან, წლის განმავლობაში განრიდების მაჩვენებელი აღემატება არასრულწლოვანთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელს. უაღრესად მნიშვნელოვანია არასრულწლოვანთა მიმართ სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების უზრუნველყოფა. ამ მიზნით პროკურატურაში შემუშავებულია არასრულწლოვანთა განრიდებისა და ბრალდებულ არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის საქმეთა მონიტორინგის მექანიზმი, რომლის ფარგლებშიც სისტემატიურად ხორციელდება სისხლის სამართლის საქმეთა შესწავლა და მართლმსაჯულების შედეგების ანალიზი საზოგადოებას წარედგინება. პროკურატურისთვის მნიშვნელოვანია არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის საქმეებში ჩართულ პროკურორთა, პროკურატურის გამომძიებელთა და მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორთა სპეციალიზაციის სათანადო ხარისხის უზრუნველყოფა. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში ჩართულ პირთა სპეციალიზაციას აქვს განგრძობადი ხასიათი და ისინი ყოველწლიურად გადიან გადამზადებას. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებას გააჩნია რა მულტისექტორული შინაარსი, საქართველოს პროკურატურის ინიციატივით ყველა რეგიონში შექმნილია არასრულწლოვანთა ადგილობრივი საკოორდინაციო მექანიზმი, რომელთა საქმიანობაში პროკურორებთან ერთად აქტიურ მონაწილეობას იღებენ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებული მოსამართლეები, გამომძიებლები, ადვოკატები, სოციალური მუშაკები, მედიატორები, საგანმანათლებლო რესურსცენტრის და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები. საქართველოს პროკურატურამ დანერგა არასრულწლოვანთა რეფერირების მექანიზმი ორი მიმართულებით. 2018 წელს გენერალური პროკურორის მიერ დამტკიცდა ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის პროცედურებში პროკურატურის სამოქმედო ინსტრუქცია და განისაზღვრა ბავშვზე ძალადობის რეაგირებისა და ბავშვის დაცვის მიმართვიანობის პროცედურებში ჩართულ სხვა უწყებებთან კომუნიკაციის წესი. ხოლო, 2020 წლიდან ამოქმედდა რთული ქცევის მქონე ბავშვთა რეფერირების მექანიზმი - გენერალური პროკურორის ბრძანებით დადგინდა კანონთან კონფლიქტში მყოფი რთული ქცევის მქონე არასრულწლოვანთა გადამისამართების წესი. ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემის სრულყოფის მიზნით საქართველოს პროკურატურა აგრძელებს აქტიურ მუშაობას.
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)